RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი ვეტერანები სამხრეთ ოსეთში „დაიკარგნენ“

04.03.2009  |  17:38

8/7/2/1872.jpegკიდევ ერთხელ ცვლიან თბილისი და სოხუმი ურთიერთბრალდებებს სასაზღვრო ინციდენტთან დაკავშირებით.სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა ოსი მოქალაქეების გატაცების განკარგულება, რათა ისინი შემდგომ გაეცვალათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებულ დემურ ჩიხლაძესა და დავით კაპანაძეში.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 27 თებერვალს ოთხი ქართველი დააკავეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადასვლის გამო. იმავე დღეს საქართველოს მასმედიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურმე შეიარაღებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოიტაცა. „მოგვიანებით გამტაცებლებმა გაათავისუფლეს ორი მძევალი, დანარჩენები გადაიყვანეს შუაგულ ოსეთში და მოითხოვეს გამოსასყიდი 6 ათასი ევროს ოდენობით",- განცხადების ტექსტი მოჰყავს „კავკასიურ კვანძს". უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, თბილისური აგიტაციური პროპაგანდის ისრები მოსკოვისკენ წავიდა: „ეს ინციდენტი ნათლად გვიჩვენებს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ცხინვალის რეგიონს ფარავენ, მის ტერიტორიაზე გრძელდება დანაშაულებრივი ქმედებები და პროვოკაციები, რომელთა მიზანიცაა სიტუაციის დაძაბულობის გაძლიერება და მოსახლეობის დაშინება".

ცხინვალმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. სამხრეთ ოსეთის კრიმინალური პოლიციის თავმჯდომარემ ვიტალი გასტიევმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ მოცემული ინფორმაცია სხვა არაფერია, თუ არა ქართული მხარის მორიგი პროვოკაცია. „დღეს საქართველოს ორმა მოქალაქემ უკანონოდ გადმოჭრა სამხრეთ ოსეთის საზღვარი და ისინი დააკავეს. თუმცა არანაირ გამოსასყიდზე საუბარი არ არის",- მისი სიტყვები მოჰყავს იტარ-ტასს.

მოგვიანებით ახალი დეტალები გამოჩნდა. „ინტერფაქსის" მონაცემებით, რომლებიც მოიპოვეს სამხრეთ ოსეთის შსს-ს დაუსახელებელი თანამშრომლისგან, ოთხი დამრღვევი იყო, მაგრამ ორმა მათგანმა გაქცევა მოახერხა. ხოლო ოპერატიულ-გამომძიებლობითი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ დაკავებულებს აღმოუჩინეს 2008 წლის აგვისტოს სამხედრო მოქმედებების ვეტერანების მოწმობები.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა მიზნით გაემართა რესპუბლიკაში ეს ხალხი? ამ კითხვის გასარკვევად და საქართველოს მხრიდან მორიგი შეტევის თავიდან აცილების მიზნით, სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკავებულებს პრესასთან ურთიერთობის საშუალება მისცეს. მათ თქვეს, რომ მიდიოდნენ მეგობართან ქართულ სოფელში, მაგრამ დაიკარგნენ.

ასე იყო თუ არა ეს - ვერ დაამტკიცებ და ვერც უარყოფ. თუმცა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების აზრით, დაკავებულებს თბილისისთვის განსაკუთრებული ფასი აქვთ. 2 მარტს სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის სამინისტრომ გაავრცელა შეტყობინება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობამ გასცა რამდენიმე ოსის მოტაცების ბრძანება, რათა ისინი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებულ ქართველებში გაეცვალათ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100