RSS
на русском en in english
13.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო-რუსეთი: ახლდება სავიზო მომსახურეობა

04.03.2009  |  19:27

8/7/5/1875.jpegსაქართველო და რუსეთი 5 მარტს ვიზების გაცემას იწყებენ. ორ სახელმწიფოს შორის შაუამავლის როლი საკუთარ თავზე შვეიცარიამ აიღო.

„საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციები შვეიცარიის თბილისისა და მოსკოვის საელჩოებში ერთდროულად გაიხსნება. ჩვენ ვაახლებთ დიპლომატიური და საკონსულო ფუნქციების შესრულებას",- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდვითი მედიისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის იგორ ლიაკინ-ფროლოვის სიტყვები მოჰყავს საინფორმაციო სააგენტოს.

მაგრამ მანამდე ქართველი და რუსი დიპლომატები გაცვლიან ოფიციალურ ნოტებს შვეიცარიის დიპლომატებთან. სწორედ ეს პროცედურა მისცემს სათავეს სექციის ფუნქციონირებას.

უკვე ცნობილია, რომ რუსეთის ვიზის მისაღებად აუცილებელი იქნება ჰუმანიტარული მოტივების წარდგენა. როგორც „ინტერფაქსს" საქართველოს კონსულმა რუსეთში ზურაბ პატარიძემ შეატყობინა: „საწყის ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებზე ვიზები გაიცემა რუსეთში ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების მიერ გამოგზავნილი პირადი მოწვევების საფუძველზე. არ გაიცემა სამუშაო და ტურისტული ვიზები". საქართველოს ვიზებზე კი არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა.

როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიურ ურთიერთბებში ოფიციალური განხეთქილება მოხდა გასული წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ინიციატივით და ეს პირდაპირ კავშირში იყო აგვისტოს მოვლენებთან. „საქართველოს რუსეთში აღარ ეყოლება დიპლომატიური წარმომადგენელი" - განაცხადა მაშინ იტარ-ტასთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. ორ ქვეყანას შორის მხოლოდ საკონსულო ურთიერთობა იყო შენარჩუნებული. „ორ ქვეყანაში საკონსულოების მუშაობის აუცილებლობა დაკავშირებულია საქართველოში რუსეთის და რუსეთში საქართველოს მოქალაქეების დიდ რაოდენობასთან" - განაცხადა მინისტრმა.

თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ვიზების გაცემა ორივე მხარის მიერ ძალიან გართულდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ორი ქვეყნის საელჩო ოფიციალურად დახურულად ითვლება, „იურიდიულად შეუძლებელი გახდა ბევრი, მათ შორის საკონსულო და ჰუმანიტარული საკითხის გადაწყვეტა".

მოცემულ სიტუაციაში რუსული მხარე დაუკავშირდა შვეიცარიას თბილისში მოსკოვის ინტერესების წარდგენის თხოვნით. მალე საპასუხო ნაბიჯი საქართველომაც გადადგა - ბერნსაც ფაქტიურად შუამავლის ფუნქცია დაეკისრა.

ნახევარი წლის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს შემაერთებელი ეს დიპლომატიური არხი ამუშავდა. ამ მოვლენას ბევრი ელოდა. როგორც იუწყება „როსბალტი", ახლა საქართველოში რუსეთის საკონსულოსთან საკმაოდ დიდი რიგი დგას. უმეტესად ვიზებს ითხოვს ხალხი, ვისაც რუსეთში შვილები და მშობლები ჰყავს.

ახლობლების მონახულება კი ერევანის გავლით გადაფრენით შეუძლიათ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100