RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მოსკოვი სოხუმს და ცხინვალს კრიზისთან მარტო არ დატოვებს

05.03.2009  |  12:14

8/8/1/1881.jpegრუსეთის ფინანსთა სამინისტროში სასწრაფოდ მზადდება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შთანხმების პროექტები, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის შესახებ.მოსკოვი, კრიზისის მიუხედავად, ახალგაზრდა მეგობარი სახელმწიფოების ფინანსურ დახმარებაზე უარს არ ამბობს.

დღის ბოლოს გამოქვეყნდა რუსეთის მთავრობის მიერ ფინანსთა სამინისტროზე გაცემული განკარგულება, რომ მოამზადონ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ხელშეკრულება. სოხუმს დახმარება მიეცემა რეგიონის მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის და ბიუჯეტის დასაბალანსებლად. ცხინვალი რესურსებს, პირველ რიგში, დახარჯავს აგვისტოში საქართველოს თავდასხმის შემდეგ რესპუბლიკის აღორძინებისთვის.

რუსეთის მთავრობის განკარგულება, როგორც ჩანს, აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების რეალიზაციას შეუწყობს ხელს. როგორც GeorgiaTimes წერდა, რესპუბლიკა ელოდა, რომ ოლიმპიადის მზადების პერიოდში მისი ეკონომიკა რუსეთის კაპიტალის ხარჯზე განვითარდებოდა. თუმცა კრიზისმა ეს გეგმები შეცვალა.

23 თებერვალს დელეგაცია სოხუმიდან მოსკოვში ჩავიდა, რათა ზოგიერთი საინვესტიციო პროექტები განეხილათ. შემდეგ დღეს კი რუსეთის პრემიერმა უკვე ხელი მოაწერა ადრე ნახსენებ დოკუმენტს. როგორც დღეს Saminvestor.Ru წერს, ექსპერტები, ფინანსთა სამინისტროსადმი გაცემულ გნკარგულებას პირდაპირ უკავშირებენ აფხაზეთში სანატორიულ-საკურორტო სფეროში რუსი ბიზნესმენების ინტერესების დაცემას, რაც გამოიწვია კრიზისმა. კერძოდ, ცემენტის ქარხნების მშენებლობის პროექტზე უარი თქვა ოლეგ დერიპასკის ჰოლდინგმა „ბაზელი", რომელიც სერიოზულ სირთულეებს განიცდის.

სამხრეთ ოსეთში რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საკმაოდ თავშეკავებით მიიღეს. როგორც დღეს გაზეთი „კომერსანტი" წერს, ცხინვალი აღფრთოვანებული არაა თანხების გადარიცხვის იმ სქემით, რომელსაც მოსკოვი სთავაზობს. რესპუბლიკის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ჰასან პლიევმა გაზეთთან დაიჩივლა, რომ სარემონტო სამუშაოებისათვის არ იხდიან, ორგანიზაციები გაჩერებულია. 10 მილიარდი რუბლიდან გამოყოფილია მხოლოდ ნახევარი, და ისიც პირდაპირ ცხინვალში კი არაა გადმორიცხული, არამედ რუსეთის ფედერაციის სახაზინო განყოფილების სამხრეთ ოსეთის სპეციალურ ანგარიშზე.

მოსკოვს სურს, რომ აკონტროლოს ფინანსური ნაკადები, რომელთაგან უკეთესსაც უშვებს სამხრეთელი მეზობლებისკენ. ეს სავსებით ბუნებრივი სურვილია. რუსეთის საანგარიშო პალატამ შემოიტანა წინადადება, რომ შეიქმნას სამხრეთ ოსეთის აღორძინების სპეციალური ფედერალური დირექცია, რომელიც დაკავდება დაქირავებული მუშების შერჩევითაც. ასეთი მექანიზნი ამუშავდა ჩეჩნეთის აღორძინების დროსაც.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100