RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მოხერხებული ლეიბორისტი ნათელაშვილი

05.03.2009  |  12:52

8/8/3/1883.jpegსაქართველოში პრეზიდენტის სავარძელს ახალი პრეტენდენტი გამოუჩნდა. 4 მარტს ლეიბორისტულმა პარტიამ თავის კანდიდატად წარადგინა საკუტარი ლიდერი - შალვა ნათელაშვილი.

„საქართველოსთვის ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელი ხდება მთავრობის შეცვლა, ლეიბორისტული პარტია იღებს ხალხისა და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას და პრეზიდენტის პოსტზე აყენებს რეჟიმთან შეუგუებელი პოლიტიკური ლიდერის შალვა ნათელაშვილის კანდიდატურას",- ოფიციალური განცხადების ტექსტი მოჰყავს „როსბალტს".

ასე რომ, ვადამდელი არჩევნების შესაძლო დანიშვნამდე საქართველოს უკვე ჰყავს პრეზიდენტობის სამი კანდიდატი. მანამდე, „ალიანსმა საქართველოსთვის" წამოაყენა თავისი კანდიდატურა - ირაკლი ალასანია, ხოლო პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჯერ კიდევ პოლიტიკაში თავისი მეორედ მოსვლის დროს აცხადებდა, რომ აპირებდა საპრეზიდენტო პოსტისთვის ბრძოლას. მის ამბიციებს სერიოზული საფუძვლები გააჩნია - ის ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - 2003 და 2007 წლებში.

მაგრამ დავუბრუნდეთ ლეიბორისტების ლიდერს. უნდა აღვნიშნოთ,რომ ნათელაშვილის პარტია ყოველთვის ცალკე იდგა, არ შედიოდა გაერთიანებულ ოპოზიციაში, მაგრამ შესამჩნევ როლს თამაშობდა ქართველი „არამომხრეების" მოძრაობაში. დიდი რეზონანსი გამოიწვია მათმა სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნამ.მაშინ, თებერვალში, შალვა ნათელაშვილმა თავისთვის დამახასიათებელი არააპელაციური მანერით განაცხადა:

„ნებისმიერი თავმოყვარე პრეზიდენტი, ტერიტორიების დაკარგვის შემთხვევაში, თავს თუ არ მოიკლავდა, გადადგებოდა მაინც. სააკაშვილი პოლიტიკური გვამია, მიცვალებულებთან კი დებატებს არ ატარებენ".

საერთოდ ნათელაშვილის ყველა გამოთქმა გაზეთის მყვირალა სათაურს ჰგავს. ლეიბორისტების ლიდერი თავისი პირდაპირობით გამოირჩევა,ის ყოველგვარი მინიშნებისა და პოლიტიკური კორექტულობის დაცვის გარეშე საუბრობს. „ოსური რადიოს" ინფორმაციით მან ახლახან თავის კონკურენტს ირაკლი ალასანიას უწოდა „მიშა-2" და „ვაშინგტონში შეფუთული ფიგურა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად გამოუშვეს". ქართველი ლეიბორისტი ნინო ბურჯანაძესაც მისწვდა, რომელიც, მისი აზრით, შტატებისთვის „სარეზერვო ვარიანტია".

რა არის ნათელაშვილის სიტყვებში ტყუილი და რა - მართალი, რთული სათქმელია. თუმცა მათ წამსვე იტაცებს მთელი მასმედია, მათი ავტორი კი ყოველ ჯერზე ამტკიცებს გამოკვეთილი პოლიტიკოსის იმიჯს.

„მე უახლოეს დროში ვაპირებ ამერიკაში ვიზიტით ჩასვლას, სადაც ვეცდები ჩვენი ამერიკელი მეგობრები დავარწმუნო, რომ მისცენ საქართველოს თავისუფალი არჩევანის საშუალება",- განაცხადა მან.

საინტერესო იქნებოდა ამის ნახვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100