RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თავისუფლება სამხრეთ ოსეთისთვის – შეუფასებელია

06.03.2009  |  16:07

9/1/0/1910.jpegსამხრეთ ოსეთმა უარყო საქართველოს წინადადება „ცხინვალის აღდგენისათვის თანხების გამოყოფასთან" დაკავშირებით. ამის შესახებ 3 მარტს რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

„სააკაშვილის რეჟიმის წინადადება აბსოლუტურად უპერსპექტივოა, - ციტირებას ახდენს"რია ნოვოსტი". - სამხრეთ ოსეთის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ იყიდება. ჩვენმა ხალხმა თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაუჯერებლად მაღალი თანხა გადაიხადა და ეს თანხა არ იზომება ფულადი ნიშნებით". მედოევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ ჰქონია საშუალება, რომ დახმარებოდა სამხრეთ ოსეთს, მაგრამ თბილისმა ინიციატივა რატომღაც რუსეთის მიერ რესპუბლიკის ცნობის შემდეგ გაკეთა.

მედოევის განცხადება - პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის და ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის ბაგეთაგან გახმიანებული წინადადების პასუხი იყო. ამ უკანასკნელმა, მოსკოვის პირობის - გამოუყოს სამხრეთ ოსეთს 1 მილიარდ 86 მილიონი რუბლი - კომენტირებისას, „ეხო მოსკვისთან" ინტერვიუში წაიტრაბახა: „ჩვენ გვაქვს 4 მილიონი დოლარი, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რის გამოყოფასაც მოსკოვი აპირებს. და თუ სამხრეთ ოსეთიდან გაიყვანენრუსულ ჯარს, ჩვენ მზად ვართ, ამ თანხის ნაწილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დავხარჯოთ".

დავით ბაქრაძე უფრო მეტად უცერემონიო იყო. მისი მოსაზრებით, მოსკოვსა და ცხინვალს შორის, გამოყოფილი თანხების ნიადაგზე განხეთქილებაა. „მთელი ამ თანხების ხარჯვა არამიზნობრივად მიმდინარეობს, რადგანაც არც რუსეთს და არც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას არც ეს რეგიონი აინტერესებთ და არც იქ მცხოვრები ხალხი",- გადმოსცემს მის სიტყვებს „როსბალტი". რესპუბლიკაში საცხოვრებელი პირობების შექმნის ერთადერთ პირობად ბაქრაძე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მის შემადგენლობაში ამ რეგიონისთვის შესაფერისი სტატუსის მინიჭებას" მიიჩნევს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართველმა პარლამენტარებმა გადაივიწყეს რეალური მოვლენები და თავად დაიჯერე საკუთარი პროპაგანდა. სხვა შემთხვევაში მათ ცინიზმს, უბრალოდ, გონივრულ ახსნას ვერ მოუძებნი. გასაკვირია - არც შეცდომების აღიარება, არც მონანიების სიტყვები. ნუთუ სჯერათ, რომ იმ ხუთ დღიანი ომის ყველა უბედურება, მთელი სისხლი და ცრემლი შეიძლბა ფულის დაპირებით გამოისყიდო?

და ფულებზე. საინტერესოა, მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მყოფ საქართველოს საიდან აქვს ის ოთხი მილიარდი დოლარი? როგორც სწორად შენიშნა დიმიტრი მედოევმა, საქართველო დოტაციური ქვეყანაა „ეკონომიკის ნულოვანი დონით". რა თქმა უნდა, ეს მისი დასავლელი მფარველების ფულებია, რომლის იმედიც აქვს თბილისს.

შეგახსენებთ, რომ წარსულში, საქართველოს არაერთხელ გამოეყო ტრანშები დასავლეთის ქვეყნებისგან და ორგანიზაციებისგან, მათ შორის სამხრეთ ოსეთში მიზნობრივად გამოსაყენებლად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100