RSS
на русском en in english
25.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სოხუმი ჰაიდი ტალიავინს მასპინძლობს

06.03.2009  |  16:09

9/1/1/1911.jpegსოხუმში სამდღიანი ვიზიტით ევროკავშირის ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზების საგამოძიებო საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი ჩავიდა. 3 მარტს ის აფხაზეთის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას შეხვდა.

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ ჩაუდენიათ სამხედრო აგრესია, ამიტომ ჩვენ, როგორც არავინ, დაინტერესებულები ვართ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების სამართლიან და ობიექტურ შეფასებაში" - ხაზი გაუსვა შეხვედრაზე სერგეი ბაღაფშმა. როგორც მთავრობის პრეს-სამსახური იტყობინება, აფხაზეთის ლიდერმა ისაუბრა სიტუაციაზე, რომელიც წინ უძღოდა აგვისტოს მოვლენებს. აგრეთვე იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გააფრთხილა გაერო და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატები, საქართველოს ომისათვის მზადების შესახებ.

აგვისტოს მოვლენების პარალელურად ტალიავინმა და ბაღაფშმა რეგიონში ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებული მდგომარეობა განიხილეს. აფხაზეთის პრეზიდენტის განცხადებით, კოდორის ხეობაში სამხედრო ოპერაციის წარმატებულად დასრულების შემდეგ ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობის სოფლებში დასაბრუნებლად ყველანაირი პირობა შექმნა.

სერგეი ბაღაფში შეეხო რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობის საკითხსაც, რომელმაც დასავლეთის აქტიური უკმაყოფილება გამოიწვია. პრეზიდენტის მოსაზრებით, საქართველო არ ივიწყებს თავის აგრესიულ გეგმებს მაშინ, როდესაც აშშ და ევროკავშირი აგრძელებენ მისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას. ზუსტად ამიტომ მიმართა აფხაზეთმა რუსეთს თხოვნით, რომ რეგიონში გაეზარდათ სამხედროთა რაოდენობა. „გალის რაიონში ქართველი დივერსანტების მოქმედების გააქტიურება იმაზე მოწმობს, რომ საქართველო აფხაზეთის ძალით დაბრუნებაზე ფიქრს არ წყვეტს. სამხედრო საშიშროების დროს აფხაზური მხარე ადექვატურ ზომებს მიიღებს", - განმარტა მან.

თავის მხრივ, რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა: „ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ აქ რუსული სამხედრო ბაზები იყოს, რადგან მათში ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთ საიმედო გარანტს ვხედავთ. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეს ბაზები რაც შეიძლება სწრაფად დაფუძნდეს". შამბამ ასევე ისაუბრა საქართველოსთან არსებულ საზღვარზე, რომლის დამოუკიდებელი კონტროლიც აფხაზეთის ჯარს უჭირს. „ჩვენ რომ გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა საქართველოსთან, სხვაგვარად გადავწყვეტდით ამ საკითხს", - დაასრულა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დააჯერა თუ არა ტალიავინი ბაღაფშისა და შამბას დასკვნებმა - ძნელი სათქმელია. საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელმა დიპლომატიური კომენტარი გააკეთა. „ჩვენი საქმე არ ჩანს, - ტალიავინის ციტირებას ახდენს Uga.ru - ის შემოიფარგლება ფაქტების შესწავლით, და ჩვენი მთავარი მიზანი - ყველა მხარესთან თანამშრომლობის დამყარებაა. ჩვენ ამაზე გვაქვს გათვლა".

აგვისტოს მოვლენების საგამოძიებო კომისიამ თავისი საქმიანობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100