RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნატოს თბილისის ამბიციებზე მნიშვნელოვანი საქმეები აქვს

10.03.2009  |  14:42

9/2/3/1923.jpegბრიუსელში 5 მარტს საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა ჩატარდა. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ შედეგებით კმაყოფილია. რას იზამ, ცდილობენ ნასიამოვნები სახე მიიღონ. ალიანსმა ხომ იქვე, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაახლოს დიალოგი რუსეთთან. თანამედროვეობის გამოწვევების ზეწოლის წინაშე, საქართველოს პრობლემები ნატოსთვის მეორე პლანზე გადადის.

„ჩვენ განვიხილეთ ოკუპირებული ტერიტორიებისა და უსაფრთხოების საკითხები. ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და მოუწოდა რუსეთს, რომ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე, - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმი". - ჩვენ აუცილებლად შევალთ ნატოში, ეს შეხვედრაზე ალიანსმაც დაადასტურა".

როგორც ჩანს, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორგანოს ხელმძღვანელი შემთხვევით არ გაჩუმებულა რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ ალიანსისის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. რუსეთისა და ბრიუსელის დიალოგის განახლებით საქართველოს ამბიციები მეორე პლანზე გადადის. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის სიტყვებით, ნატოსა და რუსეთს შორის დიალოგში აზრთა სხვადასხვაობის პირობებშიც უნდა მოვნახოთ საერთო ენა. „ დიალოგი ხელს შეუწყობს დაძაბული ორმხრივი ურთიერთობის შერბილებას და კეთილად იმოქმედებს არსებითი პრობლემების გადაწყვეტაზე", - მის ციტირებას ახდენს „როსბალტი". რაც შეეხება ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესვლას, კლინტონის მოსაზრებით, „მათთვის ნატომ კარი ღია უნდა დატოვოს". როგორც ამბობენ, არც მეტი, არც ნაკლები.

ამიტომაც ამტკიცებს ვაშაძე, რომ „ჩვენ აუცილებლად შევალთო" და ამით ან საკუთარ თავს, ან ქართველ ხალხს არწმუნებს. როგორც ჩანს, ცდილობს, ამგვარად სააკაშვილის საგარეო პოლიტიკური კურსიც გაამართლოს.

თუმცა საქართველოში ბრიუსელის შეხვედრის შედეგების ძალიან ორიგინალური განმარტება არსებობს: თითქოს, ნატო უახლოვდება რუსეთს, რომ შემდეგ მოსკოვზე მოახდინოს გავლენა. „რუსთავი-2"-თან ინტერვიუში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა განაცხადა: „ ესაა მექანიზმი, რომელიც მოგვცემს ჩვენ საშუალებას, შევაჩეროთ რუსული ექსპანსია, ბაზების მშენებლობა და საბოლოო ჯამში მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთი წავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან". ამასთან, მინაშვილმა დაამატა, რომ აშშ აუცილებლად „დადგება საქართველოს გვერდით".

დადგება კი? აკაკი მინაშვილი სასურველს რეალობად ხომ არ ასაღებს? რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ხელმოწერილი ქარტიის თანახმად, შეერთებული შტატები განაგრძობს ქართული არმიის წვრთნას. არსებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს. მაგრამ არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ ვაშინგტონისთვის ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია მონახოს მოსკოვთან შეხების წერტილები გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ეხება ატომურ შეიარაღებას და ტერორიზმის საფრთხეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100