RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ივანიშვილი ქვეყნის განიარაღებას ეწევა? ჯავშანმანქანა “ლაზიკა’

07.02.2013  |  14:59
ივანიშვილი ქვეყნის განიარაღებას ეწევა? ჯავშანმანქანა “ლაზიკა’. 29036.jpeg

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განიხილება საკითხი მისგან კვლევითი ტექნიკური ცენტრის "დელტას" შესაძლო გამოყოფის შესახებ. "დელტა" გადის სპეციალიზაციას სამხედრო ტექნიკის დამუშავება-წარმოების საკითხზე. ჯერ ერთი წელიც არ გასულა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე "დელტას" უკანასკნელი პირმშოს - ახალი ქართული ჯავშან მანქანის "ლაზიკას" - პრეზენტაციიდან.თვით ქვეყნის პრეზიდენტი ესწრებოდა ახალი მანქანის ტექნიკურ - ტაქტიკური მაჩვენებლის დემონსტრირებას და მონაწილეობა მიიღო "ლაზიკას" გამოცდაში. მისი იმ დროინდელი განცხადებები ძალიან პათეტიკური იყო. 

ჩვენ გამოვუშვით ჯავშან-ტრანსპორტიორი, ვაწარმოებთ ავტომანქანებს, სხვა ტექნიკას. პრაქტიკულად ნულიდან ავაწყვეთ მათი წარმოება, რათა ადგილობრივი რესურსებით დავეხმაროთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ბუნებრივია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნოირებთან, რათა ბოლო მოვუღოთ საქართველოს იზოლირების მცდელობას ჩვენი მტრების მხრიდან, მათ შორის ამ სფეროშიც -განაცხადა მაშინ საააკაშვილმა.

რა ცვლილებებს გამოიწვევს ტექნიკური კვლევითი ცენტრის ორიენტაციაში მისი გამოყოფა თავდაცვის სამინისტროდან? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ვერ ხედავს ქვეყნის სამხედრო აღჭურვილობის აუცილებლობას და "დელტას" გამოყოფა უწყებიდან სინამდვილეში ნიშნავს მისი მოღვაწეობის შეჩერებას?

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გორში ყოფნისას საქართველოს ნაციონალური თავდაცვის აკადემიის მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა , რომ ძალიან შეშფოთებულია სამინისტროსგან "დელტას" შასაძლო გამოყოფის გამო.

"მე ვიცი, რომ საქართელოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დიდი დისკუსის იმაზე, დარჩეს თუ არა "დელტა" სამინისტროს შემადგენლობაში. მინდა ვუთხრა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და მთლიანად მთავრობას, რომ თუ საქართვლო უარს იტყვის სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე, ეს იქნება უდიდესი შეცდომა. თუ ცენტრი "დელთა" გამოეყოფა თავდაცვის სამინისტროს, ის გახდება ისეთივე გაპარტახებული, როგორიც იყო ადრე. ჩვენ მისი აშენება ნულიდან დავიწყეთ" - განაცხადა საქართვლოს პრეზიდენტმა.

რა დგას პრეზიდანტის ამ სიტყვების უკან? რეალური შეშფოთება? თუ სინამდვილეში ეს კიდევ ერთი წყენაა ახალ მთავრობაზე და მიერ მიღებულ დამოუკიდებულ გადწყვეტილებაზე? ვინ და რატომ უნდა გაძარცვოს კვლევითი ცენტრი? სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოსვლა რატომ უნდა ნიშნავდეს ცენტრის მოღვაწეობის შეწყვეტას?

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100