RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბაღაფშის საღესასწაულო დღეები მოსკოვში

11.03.2009  |  10:41

დღეს რუსეთი აფხაზური წარმოშობის რუსი მწერლის, ფაზილ ისკანდერის 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. დღესასწაულში მონაწილეობას იღებს აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელმაც 4 მარტს მოსკოვში თავისი იუბილე - 60 წლისთავი აღნიშნა. თუმცა მისი რუსეთში ვიზიტი სულაც არ არის საზეიმო.

სერგეი ბაღაფში 4 მარტს მოსკოვში იმისთვის ჩავიდა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განეხილა. მასთან კრემლში შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები ნორმალურად ვითარდება. როგორც ცნობილია, ორმა სახელმწიფომ უკვე გაცვალეს ელჩები. მოსკოვში აფხაზეთის საელჩოს, გაგარინის შესახვევში უკვე გამოეყო სახლი. შენობას, რომლის ფასადზეც „მასონური ნიშნებია" (ურო და ძალაყინი)კიდევ 1-1,5 წლის განმავლობაში ჩაუტარდება რესტავრაცია, მაგრამ ეს არ აისახება ელჩის - იგორ ახბას მოვალეობის შესრულებაზე. რუსეთის ელჩს სოხუმში, სემიონ გრიგორიევსაც ჯერ არ აქვს ცალკე აპარტამენტები და სამშვიდობოების ყოფილ შტაბში მუშაობს.

„მაგრამ გვაქვს უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხებიც, რომლების განხილვასაც თქვენთან ერთად ვფიქრობ", - ხაზი გაუსვა მედვედევმა. თუმცა, დასაწყისში მან სერგეი ბაღაფშს დაბადების დღე მიულოცა და უსურვა ჯანმრთელობა და ენერგია. აფხაზეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მედვედევს მილოცვისათვის და უფრო არსებით საკითხებზე გადავიდა.

როგორც უკვე წერდა GeorgiaTimes, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო ახლა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის დახმარების გაწვის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობს.

მაგრამ თუკი ცხინვალის მაღალჩინოსნები უკმაყოფილონი არიან წარმოდგენილი ფინანსური დახმარების სქემით, სერგეი ბაღაფშის თქმით, სოხუმთან ასეთი დავა არ წარმოიშვება. „ჩვენ რუსეთთან ერთად ახლა ვმუშაობთ ძალიან არაკონფლიქტურ სქემაზე: ფული - რუსული, სამუშაოთა გენერალური მწარმოებელი - რუსი, გადახდას აწარმოებს რუსეთი და რუსეთივე აწარმოებს ტექნიკურ დათვალიერებასაც. ასე რომ, აფხაზეთი ამ ინვესტიციებს, უბრალოდ არ ეხება", - განუცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა „ნეზავისიმაია გაზეტას".

ერთობლივ გეგმებს შორის, რომლებიც მიუხედავად კრიზისისა, აუცილებლად იქნება რეალიზებული, ბაღაფშმა დაასახელა გუდაუთაში სამხედრო ბაზის განთავსება, სადაც უკვე არის ინფრასტრუქტურა და სამხედრო-საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც ასევე საჭიროებს მცირეოდენ თანხებს. მისი სიტყვებით, მოსკოვთან უკვე ხელმოწერილია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსული ბაზები აფხაზეთში 49 წლის განმავლობაში იქნებიან, იქ მოსამსახურეთა საერთო რიცხვი შეადგენს 3800 ადამიანს.

დანარჩენი ეკონომიკური პროექტები, აფხაზეთის ლიდერის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით განხილვის სტადიაშია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100