RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველ ჟურნალისტებს სოლიდარობისკენ მოუწოდეს

11.03.2009  |  10:42

9/3/9/1939.jpegამ დღეებში საქართველოში ჩატარდა აქცია "ჟურნალისტებო გამიჩინეთ სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ". მისი ინიციატორი თამაზ ბიბილაური იღწვის გამომცემლობა "სამშობლო" დაუბრუნოს რედაქციებს, რომლებიც 2007 წელს შენობიდან, პრივატიზების მიზეზით გამოაძევეს.

საქართველოს ხელისუფლებამ ორჯერ გამოაცხადა კონკურსი კოსტავას ქუჩაზე მდებარე, გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის გასაყიდად. პირველად - 2006 წელს- ისნი ძალზედ დიდ თანხას - 20 მილიონ დოლარს ითხოვდნენ. აუქციონი არ შედგა, განაცხადების უქონლობის გამო. ასევე ჩავარდა, 2007 წელს შენობის მეორედ გაყიდვის მცდელობაც.

იმ დროინდელი ეკონომიკის განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე ამტკიცებდა, რომ პრივატიზაციის შემდეგ, შენობის მოიჯარე მხარეებს არანაირი პრობლემები არ შეექმნება. მაგრამ აუქციონის განაცხადების მიღებამდე, 2007 წლის აგვისტოში, "სამშობლოს" ყველა ბინადარი ძალით გამოძევებული იქნა ნაქირავები ფართიდან.

ახალი თავშესაფრის მოძებნა მოუხდათ ყოფილი საბჭოთა გაზეთების რედაქციებს:"საქართველოს რესპუბლიკა" და "თავისუფალი საქართველო", ასევე რუსულენოვან გაზეთებს:"ვეჩერნი თბილისი" და "გოლოვოინსკი პროსეპექტი", ჟურნალებს:"პადრუგა" და "დილა", რადიოსადგურს "ჰიტ- FM", თანამეგობრობის ქვეყნების სახელმწიფოთაშორის ტელეკომპანიების ბიუროს "მირ", სომხურ "ვრასტანს" და აზერბაიჯანულ "გურჯისტანს". ზოგიერთი პერიოდული გამოცემის გამოშვება ამის გამო დროებით შეწყდა. ასევე ვერ შეძლო დროულად განეახლებინა მაუწყებლობა ტელეკომპანია "კავკასიამ".

ქართულმა საზოგადოებამ მაშინ კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობის პრივატიზებას. არასამთავრობო ორგანიზაციამ "ქართული აკადემია" ამ ყოველივესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა სიტყვის თავისუფლების ჩახშობასა და შეზღუდვაში. მწერალ თანამეგობრობას არ სჯეროდა, რომ მიხეილ სააკაშვილს, ვისთვისაც ჟირნალისტიკა, პუბლიცისტი მარინა ბერინაძის სიტყვებით, რომ ვთქვათ:" ლამაზი ბავშვობის ოცნება იყო" და რომელიც ადრე თავად გახლდათ ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, შეძლებდა გაეყიდა გამომცემლობა. და პრეზიდენტმაც არ გაყიდა, თუმცა რათქმაუნდა ჰუმანისტური მისწრაფებების გამო, არ უთქვამს ამ ჩანაფიქრზე უარი.

როგორც GeogiaTimes-ს განუმარტა ქართველმა ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის ექსპერტმა თენგიზ აბლოტიამ, დასაწყისში პრივატიზაციას ხელს საზოგადოება უშლიდა, შემდგომ უკვე ცხინვალის ომი დაიწყო, ახლა კი კრიზისი დადგა. აგვისტიში "სამშობლოს" შენობაში სამხრეთ ოსეთიდან დევნილები განათავსეს.

ორგანიზაცია "საქართველოს სოლიდარობის" თავმჯდომარე თამაზ ბიბილაური, გამომცემლობის ჟურნალისტებისთვის დაბრუნებას და იქ სააქციო საზოგადოება "მასმედიის სახლის" შექმნას მოითხოვს.- გვატყობინებს საინფორმაციო სააგენტო «GHN». თებერვალში მან განაცხადა, რომ 3 მარტიდან ყოველდღიურად ჩაატარებს საპროტესტო აქციებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100