RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება

11.03.2009  |  12:01

9/4/0/1940.jpegრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "უხეში საჯარო ზეწოლა" უწოდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ შვარცენბერგის ტირადას, რომელმაც ბელორუსიის "აღმოსავლურ პარტნიორობაში" მონაწილეობის საკითხი იმის და მიხედვით დააყენა, თუ მინსკი რა პოზიციას დაიჭერს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტთან მიმართებაში.

კარელ შვარცენბერგმა ევროკავშირის სხდომაზე, რომელზეც ახლა ჩეხეთი თავმჯდომარეობს, გამოთქვა მუქარა, რომ ახალი კავკასიური სახელმწიფოების შესაძლებელი აღიარება ბელორუსიას "ევროპული კონტექსტის გარეთ" დააყენებს. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პოზიციასთან დაკავშირებით ბელორუსიის პარლამენტი, როგორც იყო ნავარაუდევი, აპრილში ჩამოყალიბდება. თუმცაღა, როდესაც საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი დგებოდა, გადაწყვიტეს ამ საკითხის გადადება.

ჩეხეთის მინისტრის გამოხტომამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური შეფასება მიიღო. "შვარცენბერგის განცხადება უნდა ვაღიაროთ როგორც ევროკავშირის თავმჯდომარის მხრიდან ბელორუსიაზე უხეში ზეწოლა. დაუშვებელ, ულტიმატიურ ფორმაში მინსკს სთავაზობენ ევროპასთან დაახლოების გამო, დათმოს საგარეო პოლიტიკის მსხვილ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების სუვერენული მიღების უფლება",-გაზეთ "იზვესტიაში" მიცემულ ინტერვიუში სიტუაციას კომენტარი გაუკეთა გრიგორი კარასინმა.

სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა უკვე მოახდინეს რეაგირება ევროკავშირის ჩეხი წარმომადგენელის სიტყვებზე. ორი რესპუბლიკის საგარეო უწყებებში თვლიან, რომ შვარცენბერგის ულტიმატუმი "საფრთხის წინაშე აყენებს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ჟენევის დისკუსიების პროცესს". და როგორც კარასინმა დაამატა, თავმჯდომარე ჩეხეთის პოზიცია "ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის გეგმას და ეჭვის ქვეშ აყენებს ევროკავშირის მონაწილეობის ქმედითობას აგვისტოს კრიზისის შედეგების დარეგულირებაში, რომელიც გამოწვეული იყო სამხრეთ ოსეთისადმი საქართველოს აგრესიით".

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩეხეთი, ევროკავშირის ერთ ერთი "ახალი" ქვეყანა, გამოვიდა ბელორუსიის გაფრთხილებით. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ევროკავშირის ნეოფიტი-ქვეყნების აზრი ხშირად აღარ ემთხვევა ძველი-ქვეყნების შეხედულებებს. ევროკავშირის "ძველ" და "ახალ" წევრებს შორის განხეთქილება აშკარად გამოვლინდა ახლახანს გამართულ საგანგებო სამიტზე ბრუსელში. ცხრა "ახალბედამ"- პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ჩეხეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა - მოითხოვა გამოიყოს 190 მილიონი ევროს კრედიტი კრიზისთან საბრძოლველად. მაგრამ კატეგორიული უარი მიიღეს. "ძველმა" ევროპამ აჩვენა, რომ არ აპირებს "კვებოს" აღმოსავლური ბლოკის ყოფილი ქვეყნები.

თუმცაღა ამ გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური მოტივებიც. "ევროკავშირის ახალი წევრები ფაქტიურად დაუპირისპირდნენ "ძველ" ევროპას და გახდნენ ევროკავშირში ამერიკული ზეგავლენის გამტარებლები", - დაახასიათა სიტუაცია გაზეთ KM.RU -სთან ინტერვიუში, პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი მიხეევმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100