RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გახდება ბურჯანაძე ოპოზიციის ლიდერი?

19.02.2013  |  14:10
გახდება ბურჯანაძე ოპოზიციის ლიდერი?. 29088.jpeg

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვება მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ. ოპოზიციის ყოფილმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აიღო შესვენება, რომლის მიზანიც უნდა ყოფილიყო "ქართული ოცნების" პოლიტიკური  მოღვაწეობის შეფასება. პოლიტიკური "შესვენების" ასი დღე გავიდა, მაგრამ ბურჯანაძეს ჯერჯერობით არავითარი აქტივობა არ გამოუჩენია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული პოლიტიკის ერთ-ერთმა წონადმა პოლიტიკოსმა "ქართული ოცნების' პოპულარობას ვერ გაუძლო და ჩრდილში ყოფნა ამჯობინა. მართლა ასეა თუ არა ეს? როგორი შეიძლება იყოს ქ-ნ ნინოს შემდგომი მოქმედებები პოლიტიკურ არენაზე?

 

დატოვებს თუ არა ნინო ბურჯანაძე დიდ პოლიტიკას? შეძლებს კი ოპოზიციის ყოფილი ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენინანი ქართელი პოლიტიკოსი კონკურენცია გაუწიოს სახალხო გმირს ბიძინა ივანიშვილს? დაკარგა თუ არა ბურჯანაძემ თავისი ავტორიტეტი საზოგადოების თვალში და იქნება თუ არა ის ქვყნის მეთაურის პოსტზე პრეტენდენტთა რიგებში? რაც უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო აქტუალური ხდება ეს კითხვები, რომლებიც დაუსვა ქართველ და რუს ექსპერტებს "ჯორჯიან თაიმსის" კორესპოდენტმა.

პოლიტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მიხეილ ალექსანდროვი თვლის, რომ პაუზა, რომელიც ბურჯანაძემ აიღო პოლიტიკურ მოღვაწეობაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაკლებად არის დაკავშირებული "ქართული ოცნების" მოღვაწეობის შეფასების სურვილთან, მას უბრალოდ ეშინია მიხეილ სააკაშვილის.

"მას ეშინია სააკაშვილის და ელოდება, როდის გავა ის საბოლოოდ თამაშიდან. თქვენ იცით, რომ ჟვანია მოკლეს, სააკაშვილის სხვა ოპონენტები გაიქცნენ საზღვარგარეთ.... ბურჯანაძემ მოახერხა თავის დროზე გასულიყო თამაშიდან და ჩრდილში ყოფნა ამჯობინა. როცა სააკაშვილი დატოვებს პოსტს, ის იტყვის ყველაფერს, რასაც ფიქრობს ამ პოლიტიკურ პერსონალზე".

 ბურჯანაძეს კარგი შანსი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობისა - თვლის ალექსანდროვი. ეს შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წინსვლა მის პოლიტიკურ კარიერაში და საგრძნობლად გააუმჯობესებს მის რეპუტაციას. "სააკაშვილმა აჩვენა, რომ ის ცუდია, რომ წაიყვნა ქვეყანა არასწორი მიმარტულებით. ბურჯანაძე კი არის "ნაციონალური მოძრაობის" ფასეულობის ჭეშმარიტი მატარებელი. ის ხომ ამ პარტიის პირმშოა. საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება დაეხმაროს მას ოპოზიციის ლიდერის პოსტზე დაბრუნებაში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100