RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო - რუსი ტურისტების ოცნება?

19.02.2013  |  14:16
საქართველო - რუსი ტურისტების ოცნება?. 29090.jpeg

რაქტიკულად საქართველოს ბოლო წლების  ყველა  ხელისუფლება ცდილობდა გადაექცია ქვეყანა ტურისტულ სახელმწიფოდ. შესძლეს თუ არა ამ ოცნების განხორციელება? ქართველი ტუროპერატორები დაინტერესებული არიან მოიზიდონ დამსვენებლები რუსეთიდან და დსთ-ქვეყნებიდან. საქართველოში ჩამოსული ტურისტთა რაოდენობით რუსეთი ჯერჯერობით მოეთხე ადგილზეა. მაგრამ ტუროპერატორები იმედოვნებენ ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვნად გაზრდას რუსეთის ფედერაციიდან. ბევრი იქნება დამოკიდებული ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისა და  ტურისტული სერვისის გაუმჯობესებაზე.

საქართველოს აქვს არც თუ ურიგო შანსი დაიკავოს თავისი ადგილი ტურისტული ქვეყნების რიგში. ბუნების მრავალფეროვნება ყველა პირობას ქმნის  ტურიზმის განვითარებისთვის-ზღვა, მთა, სამკურნალო კურორტები, მინერალური წყლები.ხელისუფლება აცხადებს, რომ დღეს გამოყენებულია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის  მხოლოდ 30% - მდე.

თუ დავუჯერებთ სტატისტიკას , ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, ყოველ წელს იზრდება 30-40 %-ით. 2012 წელს საქართველოს ესტუმრა დაახლოებით 3,5 მილიონი დამსვენებელი. მათ შორის ჭარბობდნენ, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეები, ანუ საზღვრისპირა ქვეყნები. რუსეთი ჯერჯერობით  მეოთხე პოზიციაზეა, მაგრამ 2012 წელს დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან ტურისტული ნაკადის 100% ზრდა. მარტო იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს ესტუმრა რუსეთის 154 ათასი მოქალაქე.

2012 წლიდან მიმდინარეობს აქტიური რეკლამა საქართველოს კურორტებისა ბელორუსიაში, უკრაინაში, პოლონეთში, ისრაელში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. რუსეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის  რეკლამირება შედარებით ახალი დაწყებულია. ქართველი ტუროპერატორები იმედოვნებენ, რომ ეს დადებით შედეგს მოიტანს.

"რათქმა უნდა ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსი ტურისტების მოზიდვით-გვითხრა " ჯორჯიან თაიმსთან" ინტერვიუში ტურისტული კომპანია "ბერიკას" დირექტორმა მარინა აბულაძემ.- ინტერესისაქართველოს მიმართ ძალიან დიდია. ჩვენ გვირეკავენ პრაქტიკულად ყოველდღე ტუროპერატორები რუსეთიდან, ასევე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული არიან ტურისტული მოგზაურობით საქართველოში. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს სხვადასხვა ტურებს- ყველას შეუძლია აირჩიოს თავისი სურვილით. ინტერესი ნამდვილად დიდია" -  ხაზს უსვამს მარინა აბულაძე."

"ამჟამად განსაკუთრებული ბუმი არ არის, მაგრამ ზაფხულისთვის ველოდებით ვიზიტიორების ნაკადის ზრდას - გვითხრა  "ჯორჯიან თაიმსთან" ინტერვიუში ტურისტული კომპანია "ელიტტურის" დირექტორმა ნათია ბალაშვილმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100