RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს ხელისუფლება ბეჭდვითი მასმედიით დაკავდა?

12.03.2009  |  10:08

9/5/1/1951.jpegსააკაშვილის ხელისუფლება ძირითად ტელეკომპანიებზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ბეჭდვითი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დაკავდა. რიგი წამყვანი გაზეთების რედაქტორებს ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველი მისცეს ახალმა საგაზეთო კიოსკებმა, რომლებსაც თბილისის ქუჩებში ქალაქის მერია დგამს.

საგაზეთო კიოსკებისა და სტენდების მფლობელებს, საიდანაც თბილისის ქუჩებში ბეჭდვითი გამოცემები იყიდება, არაერთხელ უგრძვნიათ შევიწროება ქალაქის ხელმძღვანელობისგან. ორი წლის წინ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან და პროსპექტებიდან ყველა საგაზეთო ჯიხურისა და სტენდის აღება მოითხოვა და დაპირდა, რომ მალე მათ ახლით შეცვლიდა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თბილისში და განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრში გაზეთების ყიდვა დიდ პრობლემად იქცა.

გარკვეული დროის შემდეგ ქუჩის მოვაჭერეებმა კვლავ "გაბედეს" და ისევ დაიწყეს გაყიდვა.

ამასთან ერთად, ბოლო დღეებში მერიამ კვლავ დაიწყო ახალი, "კომფორტული" და ლამაზი კიოსკების დადგმა, მაგრამ, როგორც ჟურნალისტები და რედაქტორები აცხადებენ, ეს ტენდერის გამოცხადების გარეშე გააკეთა და საქმე მიანდო რომელიღაც, აქამდე უცნობ ქართულ კომპანია "White distribution"-ს. პრესის წარმომადგენლები თვლიან, რომ ამ ფირმის უკან დგას თბილისის მერია, ამიტომაც ერთ-ერთ სტატიაში მერს, გიგი უგულავას მეტასხელიც დაარქვეს - გიგი მეჯიხურე.

"საქმე იმაშია, რომ ჩვენ სულ ვამბობდით: საქართველოს ტელევიზია ემორჩილება ხელისუფლებას, ბეჭდვითი მასმედია კი თავისუფალია. აი, გადაწყვიტეს, რომ მიეხედათ ბეჭდვითი მედიისთვისაც", - განაცხადა ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "პრეს-ექსპრესის" ეთერში ჟურნალისტმა ია ანთაძემ.

მას მხარი დაუჭირა გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი კოისკების დადგმით სამუშაოს დაკარგავს გაზეთების ასობით გამყიდველი და პრესის გავრცელების სააგენტოების თანამშრომელი. ახალ კიოსკებში კი, სავარაუდოდ, დაასაქმებენ "სანდო" პირებს, რომლებსაც ზუსტად ეცოდინებათ, რომელი გაზეთი უნდა გაყიდონ და რომელი - არა.

ლაშა ტუღუშის მოსაზრებით, საქართველოს მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადადგა და თბილისში გამოცემულ ბეჭდვით მედიას მიადგა, რადგან მრავალ მათგანს ხელისუფლება არ აკონტროლებდა და ისინი გამუდმებით ბეჭდავდნენ კრიტიკულ სტატიებს. შემდეგი ნაბიჯი იქნება ახალი კიოსკების დადგმა რეგიონებში, სადაც ასევე ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად არსებობენ გაზეთები და ჟურნალები.

"ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენც გვიყვარს ეს ქალაქი. მაგრამ ისეთი სიტუაცია, რომელიც გარკვეული ბუნდოვანი იდეების შემცველია, არ უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნა ტუღუშმა.

მისი სიტყვებით, ის შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, აღუწერა სიტუაცია და ის დაპირდა, რომ გაერკვეოდა და დაეხმარებოდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100