RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილს მარტო დარჩენა ემუქრება

12.03.2009  |  10:09

9/5/2/1952.jpegქართული მედია საქართველოს ხელისუფლებაში ორი გადადგომის შესახებ გვატყობინებს. ერთი მათგანი უკვე შედგა: პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წავიდა გიორგი ბესტავაშვილი. მეორე - ჯერ მხოლოდ გეგმაშია და თავდაცვის მინისტრს, დავით სიხარულიძეს ეხება.

ქართული საინფორმაციო სააგენტო "პირველი" 9 მარტს იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი, გიორგი ბესტავაშვილი ოპოზიციაში გადავიდა. მისი შეხედულებები უფრო ახლოს აღმოჩნდა ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის შეხედულებებთან, რომელთაც შეუერთდა კიდეც. ეს ფაქტი სააგენტოს დაუდასტურა "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ.

გუშინ, 10 მარტს, საკუთარი ქმედება გიორგი ბასტავაშვილმა პრესის საშუალებით განმარტა. აგვისტოში, ცხინვალში თავდასხმამდე ჩინოვნიკი ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების შერეული საკონტროლო კომისიის წევრი გახლდათ. როგორც ჩანს, ის სამხრეთ ოსეთის სტატუსის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტის წინააღმდეგი იყო. გაზეთ „ალიაში" მის გუშინდელ აღიარებაში ნათქვამია, რომ აგვისტოს ომი მისთვის ოპოზიციაში გადასვლის იმპულსი გახდა.

„ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ამოწურა რესურსები (კონფლიქტის დასარეგულირებლად - GeorgiaTimes)", - „ალიაზე" დაყრდნობით მოჰყავს ბესტავაშვილის სიტყვები ინტერნეტ გამოცემას „ვზგლიადი" . „საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა ჩიხში შევიდა", - ამბობს მისი ყოფილი ქვეშევრდომი.

მსგავსი მოსაზრებები მხოლოდ ბესტავაშვილს არა აქვს. ეს უკვე ტენდენციად გადაიქცა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურის ყოფილი თანამებრძოლები ხელებს იბანენ და ჩქარობენ, გაემიჯნონ კომპრომეტირებულ ხელისუფლებას. შემთხვევითი არ არის საუბრები თავდაცვის მინისტრის, დავით სიხარულიძის მიერ თანამდებობის დატოვების განზრახვის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს - გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. გაზეთი „რეზონანსი", რომლის ინფორმაციასაც ეყრდნობა „ვზგლიადი", წერს, რომ მინისტრს არ აწყობს მმართველი, პროპრეზიდენტული პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზეწოლა.

გაზეთი, ასევე შეგვახსენებს იმას, რომ სულ ახლახანს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა ვლადიმერ ჩაჩიბაბია. ამასთან, ხმები „განცხადების საკუთარი სურვილით დაწერის შესახებ" თავიდან უარყვეს, მაგრამ შემდეგ მისი წასვლა შემოგვთავაზეს, როგორც თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გადასვლა. როგორც უკვე წერდა GeorgiaTimes, გენშტაბში გადანაცვლებებს მასმედია სხვა მინისტრის მოადგილის, შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის, ბაჩო ახალაიას ხრიკებს უკავშირებს. მეორე ვერსიით, ჩაჩიბაიამ პირველი სამხედრო პირის თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ არ უნდოდა, მისი ხელმძღვანელობით ჯარს ოპოზიციის დემონსტრაციის დარბევებში მიეღო მონაწილეობა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100