RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დასჯის საქართველო გივი თარგამაძეს?

28.02.2013  |  16:35
დასჯის საქართველო გივი თარგამაძეს?. 29119.jpeg

საქართველოს პარლამენტის ერთერთი ყველაზე იდუმალი დეპუტატი გივი თარგამაძე აღმოჩნდა იმ სკანდალის ცენტრში, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთის ოპოზიციის საქმიანობასთან. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ის აღიარა დამნაშავედ მოსკოვში მოწყობილი მასობრივი არეულობების ორგანიზებასა და ფინანსირებაში. ამჟამად თარგამაძე საერთაშორისო ძებნაშია. რას ფიქრობენ ამის შესახებ თბილისში? უნდა გადასცენ თუ არა ქართველი პოლიტიკოსი რუსეთს თუ გაასამართლონ ქართულიკანონმდებლობით? 

ქართველი ექსპერტები უწოდებენ თარგამაძეს ერთერთ იდუმალ ფიგურას თანამედროვე პოლიტიკაში, რომლის სახელი ყოველთვის დაკავშირებული იყო რევოლუციებთან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. "ამ ადამიანის მოღვაწეობა ყოველთვის ბურუსით იყო მოცული - განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" ინტერვიუში ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გიორგი ხუციშვილმა. --ყოველთვის მოდიოდა ინფორმაცია მისი მონაწილეობის შესახებ რაღაც საიდუმლო ოპერაციებში. როდესაც რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ცნობები ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ,იმ პროცესებში ასევე ფიგურირებდა თარგამაძის სახელი, რომ ის ვითომ ცდილობდა დახმარებოდა ბელორუსიის ოპოზიციონერებს და მონაწილეობდა რაღაც პროცესებში ამ ქვეყანაში. შემდეგ გაჩნდა ის ცნობილი კადრები რუსეთში ანტისამთავრობო გამოსვლების მომზადებაში მისი მონაწილეობის შესახებ. მე,ვთვლი, რომ მსგავსი საქმიანობა აბსოლუტურად შეუთავსებელი იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის სტატუსთან. რაც შეეხება რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თარგამაძის გამოცხადებას საერთაშორისო ძებნაში ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება რეაქცია, მაგრამ მე მიჭირს მივცე სამართლებრივი შეფასება თარგამაზის ქმედებებს რუსეთში, დაარღვია თუ არა მან კანონი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100