RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისი ჩინელებს მიჰყიდეს?

28.02.2013  |  16:43
თბილისი ჩინელებს მიჰყიდეს?. 29120.jpeg

თბილისში ოლიმპიური სოფლის მშენებლობის ირგვლივ სერიოზული სკანდალი აგორდა. მოძრაობა " ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გაავრცელა ინფორმაცია კომპლექსის მშენებლობის ნამდვილ დანიშნულებაზე. ვინმე კეთილისმსურველმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, გადასცა მას საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის საინვესტიციო კომპანიას შორის ფარული ხელშეკრულების მონაცემები. თანდართულ დოკუმენტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ვიზუალურ მასალას -- ჩინურ ვიდეოკლიპს.

 

კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2011 წელს თბილისის ზღვის ირგვლივ. გეგმის მიხედვით აქ 2015 წელს უნდა ჩატარდეს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რის შემდეგაც ჩატარდება ტენდერი და ოლიმპიური სოფლის ტერიტორია გაიყიდება იმ კომპანიაზე, რომელიც მას მოიგებს. ოლიმპიურმა სოფელმა უნდა მოიცვას 5 ათასი ჰექტარი ტერიტორია და შესაძლებლობა ექნება მიიღოს და განათავსოს 4 ათასამდე სპორტსმენი და სტუმარი. გათვალიცწინებულია ადმინისტრაციული შენობების, საკონფერენციო დარბაზების, საცხოვრებელი სახლების და გასართობი ცენტრების მშენებლობა. უპირატესად დაგეგმილია 2 - 3 სართულიანი სახლების მშენებლობა, სამაგიოროდ დიზაინერული გაფორმებით. თითოეულ სართულზე იქნება 8 ოთახი, რომლებშიც იცხოვრებს 4 ადამიანი. მშენებლობა დაიწყო ბულვარიდან, პარარელურად მიმდინარეობდა ტურნირებისა და შეჯიბრებების ჩატარებისთვის აუცილებელი სპორტული ინფრასტრუქტურის მომზადება.

ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რომლის წაკითხვაც შეიძლებოდა ნებისმიერ ადგილობრივ გაზეთში და აგრეთვე ადგილობრივი ტელევიზიით ნახვა. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გულუხვად არიგებდნენ დაახლოებით ერთნაირი შინაარსის ინტერვიუებს. საქართველოში სამუშაო ვიზიტით იყვნენ ჩამოსულები: ოლიმპიური უმაღლესი საბჭოს წევრი, ბელგიის ოლიმპიური კომიტეტის მდივანი გვიდო დე ბონდი, სლოვაკეთის ოლიმპირი კომიტეტის გენერალური მდივანი ჟოზეფ ლიბო. მათ შეხვდა ქალაქის მერი გიგი უგულავა. თავის გამოსვლებში მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ახალგაზრდები გაიმარჯვებედნენ ოლიმპიურ ჩემპიონატში.

საქართველოს პარლამენტმა პირველივე მოსმენით მიიღო კანონპროექტი
თბილისის ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფლის მშენებლობის მხარდასაჭერად. სპეციალური კანონიც კი მიიღეს ინვესტორების უფლებების დასაცავად. ამ კანონის თანახმად, ყველა იმ კომპანიას, რომელიც ჩაბმული იყო ოლიმპიური სოფლის მშენებლობაში, ეძლეოდათ მთელი რიგი სოციალური შეღავათები. ასე მაგალითად, ისინი თავისუფლდებოდნენ მშენებლობისა და მიწის გადასახადების გადახდისგან. არსებული ოფიციალური მონაცემებით, ერთერთ ინვესტორთან კონტრაქტი გააფორმა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ. მთავარ ინვესტორებად გამოდიოდნენ ჩინური სავაჭრო - საწარმოო ჯგუფები "ხუალინგი" და "სინდიანი".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100