RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისში კვლავ ფულადი დანაკლისია

12.03.2009  |  12:16

9/5/6/1956.jpeg10 მარტს საქართველს ლეიბორისტულმა პარტიამ, ხელისუფლება სახელმწიფო ქონების მიტაცებაში დაადანაშაულა. საუბარია აშშ-სა და ევროკავშირის უცხოური ფინანსური დახმარების „აორთქლებაზე".

როგორც თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა იოსებ შატბერაშვილმა და თამაზ შიოშვილმა განაცხადეს:"აგვისტოს მოვლენების შემდეგ, - გადმოსცემს მათ განცხადებას „როსბალტი", - უცხოელმა პარტნიორებმა საქართველოს 4 მილიარდი ევრო გადმოურიცხეს, ამ თანხის მხოლოდ 10 პროცენტი დაიხარჯა დანიშნულებისამებრ". ლეიბორისტული პარტიის მონაცემებით, დანაჩენი თანხა კერძო საბანკო ანგარიშებზე და „პასუხისმგებელი პირების ჯიბეებში დაილექა" .

თუკი სახელმწიფო თანხების მიტაცების ინფორმაცია დადასტურდა, ეს გახდება მორიგი და ძალიან „მძიმე ქვა მიხეილ სააკაშილის ბოსტანში". მოქმედი რეჟიმის ამის გარეშეც, „შერყეული" რეპუტაცია, კიდევ უფრო იზარალებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. საეჭვოა, რომ ამჟამინდელები მფარველები გაახარებულები დარჩნენ ინფორმაციით იმი შესახებ, რომ ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხებიდან, საქმეს მხოლოდ მეათედი მოხმარდა.

მიხეილ სააკაშვილს პირველად არ უხდება ფინანსების ბოროტად გამოყენების გამო, უსიამოვნო ბრალდებების მოსმენა. იანვარში, იმავე ლეიბორისტების გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის მეუღლის აშშ-ში საახალწლო დასვენება ქვეყანას 150 ათასი დოლარი დაუჯდა. ახლა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილსაც გადასწვდნენ. მაშინ მას ლეიბორისტებმა ბრალი დასდეს ლას-ვეგასის კაზინოში ზღაპრული რაოდენობის თანხის ხარჯვაში (დღეში 18 ათასი დოლარი) და ეს. სხვათა შორის, საქართველოში მძიმე ეკონომიკუი კრიზისის პირობებში.

ამ დღეებში კი, ფინანსურ საკითხებში რეჟიმის მამხილებლებს ყოფილი პრემიერი, ახლა კი ოპოზიციური პარტია „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელიც შეუერთდა . მისი სიტყვებით, „აგვისტოს ომი" აწორედ ხაზინის ძარცვის გამო, რომელსაც ყოველმხრივ უწყობდა ხელს სააკაშვილი. „როდესაც ჩვენ დაგვჭირდა იარაღი, აღმოჩნდა, რომ არ გვქონდა. და რაც გვქონდა, გამოუსადეგარი იყო, - ნოღაიდელის ციტირებას ახდენს „რია-ნოვოსტი". - ეს სამშობლოს ღალატია. მე ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, რომ ტერიტორიული მთლიანობა და ქართული არმია სააკაშვილისთვის იყო წმინდათა წმინდა. ახლა კი ვხედავ, რომ ის თანხები, რომლებიც ჩვენ იარაღის შესაძენად დავხარჯეთ, „ჩაიჯიბა" სააკაშვილმა და მისმა ამალამ".

ჯერჯერობით ხელისუფლება კომენტარებისაგან თავს იკავებს. ამიტომ, მკითხაობა გვიწევს, დამადანაშაულებელი გამოსვლების რა ნაწილია ჭეშმარიტება და რა არის ეს სინამდვილეში - „მოწინააღმდეგეთა" კიდევ ერთი რეპლიკა თუ კოზირი, რომელიც გარკვეულ დრომდე ხელში ეჭირა ოპოზიციას და ახლა მისი გათამაშება გადაწყვიტა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100