RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პრეზიდენტის უზარმაზარი გეგმები

13.03.2009  |  13:04

9/7/4/1974.jpegკრიზისის დროს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა როგორც იქნა აღიარა, ის სულ უფრო ხშირად ეკონტაქტება ბიზნესმენებს. სხვასთან სად, თუ არა ელექტორატის ამ გავლენიან ნაწილთან უნდა ეძებოს მხარდაჭერა. ცოტა ხნის წინ ხომ მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ მისთვის გაცილებით იოლია, შეხვდეს საკუთარ ხალხს, ვიდრე უცხოეთის ქვეყნების ლიდერებს. თუმცა, თანამემამულეებთან შეხვედრა მაშინვე იქცევა ხოლმე პრეზიდენტის პოლიტიკურ „სფიჩად".

10 მარტს, მცირე საწარმოების დაჯილდოების ცერემონიაზე მიხეილ ნიკოლოზის ძემ განაცხადა: „ჩვენ ყველაზე უფრო ახლოს ახლა ვართ ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ", - პრეზიდენტის ციტირებას ახდენს ქართული საინფორმაციო სააგენტოები. არც მეტი, არც ნაკლები. დასკვნების არგუმენტირება მიხეილ სააკაშვილს არ დაუწყია. რატომაა უფრო ახლოს ახლა, ვიდრე, მაგალითად აგვისტოს მოვლენებამდე იყო? ახლოსაა და მორჩა.

უბედურება არაა, რომ უკვე რამდენიმე თვეა საქარველოში უცხოელი ლიდერები არ ჩამოდიან, ენამწარობენ ქართველი ჟურნალისტები. ჩამოვიდნენ აგვისტოში, მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინეს, დახმარებას დაპირდნენ და წავიდნენ. დრო გადის , ვნებები ცხრება. ევროპელები კი, კრიზისის გამწვავებასთან დაკავშირებული საკუთარი პრობლემების გადაწყვეტისას, უფრო მიზანმიმართულად მიდიან მოსკოვთან დასაახლოებლად და მხოლოდ ევროპული ქვეყნები? ნატოც კი წვიდა რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე". თავისი კეთილგანწყობა ბრიუსელის სხდომამდე გამოთქვეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

მაგრამ სააკაშვილმა ევროპასთან სიახლოვის შესახებ თავისი კატეგორიული განცხადებით ყველა ეჭვი გაფანტა. მართალია, უკვე შემდეგ ფაზაში ის ლაპარაკობდა არა ევროპაზე, არამედ ქართულ-თურქული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. ევროპული დაახლოება თურქული აქცენტით - ქვეყნის განვითარების „განსაკუთრებული გზაა". მაგრამ, მიხეილ ნიკოლოზის ძე, როგორც გეოგრაფიის ნამდვილი ასი,მხოლოდ ორ მიმართულებაზე არ შეჩერებულა და იქვე გაიხსენა ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. თითქოს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან ჩაატარეს.

თუმცა, პრეზიდენტის არცთუ ისე თანმიმდევრული გამოსვლა ნამდვილად გათვლილი იყო ადგილობრივი „მოხმარებისათვის". ამიტომც, მისი გამოსვლის აპოთეოზად იქცა სიტყვები: „მთელი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ ჩვენი ციხე შიგნიდან ტყდება". „ქართველს მხოლოდ ქართველი მოერევა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მრავალი წლის განმავლობაში აღარ მოხდება, რადგან ჩვენ ვიგრძენით სახელმწიფოს გემო, ეკონომიკური წარმატების გემო", - ქართველი ლიდერის ციტირებას ახდენს „ინტერფაქსი".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100