RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროვიზია – 09: ჯერ კიდევ არ არის გვიან We don't wanna–ის გადამღერება

13.03.2009  |  16:19

9/8/0/1980.jpegთუმცა „სტეფანე და 3G"-მ „ ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობაზე უარი სახალხოდ განაცხადეს, მაგრამ კონკურსის ხელმძღვანელობამდე ეს გადაწყვეტილება წერილობითი სახით ჯერ არ მისულა. ამასთანავე, საქართველოში ისმის ხმები, რომლებიც მოუწოდებენ, რომ წავიდნენ კომპრომისზე და შეცვალონ არა მხოლოდ სიმღერა, არამედ შემსრულებლებიც.

„ევროვიზია - 2009"-ში საქართველოს მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება კონკურსის ხელმძღვანელობას დღემდე არ მიუღია. ამის შესახებ „რია ნოვოსტის" კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტში განუცხადეს.

„ევროვიზია - 2009"-ზე, რომელიც მოსკოვში იმართება, „სტეფანე და 3G "-ს სიმღერით - We don't wanna put in მონაწილეობის საკითხმა, პრაქტიკულად დაჩრდილა რუსულ მედიაში საქართველოს შიდა პოლიტიკური სიტუაციისადმი მიძღვნილი თემები. მაშინვე, როდესაც თბილისმა კონკურსში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, მომღერალმა გოგონებმა განაცხადეს, რომ თავისი სიმღერით რუსეთის მოქმედებების მიმართ პროტესტს გამოხატავენ.

თუმცა კონკურსის ხელმძღვანელობამ ჯგუფს „ევროვიზიის" მკაცრად გაწერილი წესზე მიუთითა - არანაირი სიმღერა პოლიტიკური კონტექსტით. გაჩუმებულიყო თვითონ „სტეფანე და 3 G" ბოლოში ნამღერ ფრაზაზე და არანაირი სკანდალი არ იქნებოდა - ბევრი გაიგებდა. ასე კი, თავად გადაიკეტეს კონკურსისკენ გზა. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დაბლოკა სიმღერა და მოსთხოვა საქართველოს, რომ 16 მარტამდე გადააკეთოს მისი ტექსტი ან საერთოდ შეცვალოს. როგორც წინა წელს „ევროვიზიაზე" საქართველოს წარმდგენმა, დიანა ღურწკაიამ განაცხადა, „სტეფანე და 3 G" აღმოჩნდნენ „გატყეპილი ბავშვების" სიტუაციაში, რომლებსაც გამოსასწორებლად დრო მისცეს.

მაგრამ მათ ამჯობინეს, ცხვირზე მიედოთ გაფშეკილი თითები, როგორც ამას ბურატინო აკეთებდა და უარი თქვეს კონკურსში მონაწილეობაზე. ამის შესახებ გუშინ, 11 მარტს კონკურსის ქართული პროექტის ხელმძღვანელმა, ნათია უზნაძემ განაცხადა. ახლა „სტეფანე და 3 G"- ს ევროპა ვეღარ ნახავს...

მაგრამ აქამდე უცნობი სტეფანე მღებრიშვილის, ნინი ბადურაშვილის, თაკო გაჩეჩილაძის და ქრისტინე იმედაძის თვითდაჯერებულობა და პოზიორობა საქართველოში არა მხოლოდ არ მოსწონთ, არამედ კიცხავენ კიდეც მათ.

ნანი ბრეგვაძე, რომლის ავტორიტეტიც უდაოა, თვლის, რომ მაუწყებელთა კავშირის პირობა უნდა შესრულდეს. „ევროვიზია" - სერიოზული კონკურსია. ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა შეგვეტანა გარკვეული ცვლილებები, არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხომ, საჭირო იყო მხოლოდ ერთი სიტყვის შეცვლა", - განუცხადა დღეს ნანი ბრეგვაძემ РИА Новости-ის. მომღერლის სიტყვებით, იგი რომ ყოფილიყო შესარჩევი ტურის პროცესის მონაწილე, „თავიდანვე არ დაუშვებდა არანაირ აგრესიას".

და საერთოს, შიდა კონკურსის ორგანიზატორებს, ვიდრე სკანდალურ სიმღერას აარჩევდნენ, აზრი უნდა ეკითხათ კომპეტენტური პირებისთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100