RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„ქართული ოცნება“ ნაგავს ეთამაშება

28.03.2013  |  12:58

რატომ გაყო საქართველოს მთავრობამ ნაგვის და ელექტროენერგიის გადასახადი და რას ფიქრობენ ამაზე ექსპერტები? 2011 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ" გააუქმა. მაგრამ გადაიხდის თუ არა მოსახლეობა ნაკლებს თუ ისევ პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდება?

საქართველოში ელექტროენერგიის და ნაგვის მძლე კავშირი ძმური დაიშალა. ქვეყნის პარლამენტმა მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით დენის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასახადები ერთმანეთს გაემიჯნა. დეპუტატებმა შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს კანონებში „დედაქალაქის შესახებ" და „ადგილობრივი მოსაკრებლის თაობაზე".

წინა სისტემა, როდესაც დენს და ნაგავს ერთად ითვლიდნენ - ანუ თითო მოხმარებულ კილოვატ ელექტროენერგიაზე აბონენტს 18 თეთრის გარდა, უწევდა კიდევ 6 თეთრის - ნაგვის საფასურის გადახდა, თბილისის საკრებულომ 2011 წლის 1 ივლისს დაამტკიცა. პრაქტიკულად ყველა ეკონომისტი ამის წინააღმდეგ გამოდიოდა. თუმცა გადაწყვეტილება მაინც მიიღეს და თანაც ისე ჩუმად, რომ თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამის შესახებ მხოლოდ სახლში გადახდის ქვითრის მიღების შემდეგ შეიტყო.

თბილისი მერს გიგი უგულავას მაშინ ასეთი არგუმენტი ჰქონდა - თბილისში ბევრი დაკეტილი ბინაა, იქ არავინ ცხოვრობს, ხოლო მობინადრეები ან საზავრგარეთ, ან ნათესავებთან ცხოვრობენ. ეს ის ხალხია, ვისაც ძალიან უჭირს და მაინც იძულებულები არიან ნაგვის თანხა გადაიხადონ. ძალზე საკამათო არგუმენტია! თბილისში მართლაც ბევრი გაჭირვებული ადამიანია, მათი დიდი ნაწილი ან საზღვარგარეთ წავიდა, ან უფრო შეძლებულ ნათესავებთან გადაბარგდა საცხოვრელად, მაგრამ ასეთი ხალხი თავის ბინებს აქირავებს, ასე რომ საუბარი იმაზე, რომ ბევრი ბინა ცარიელია, არ არის მართებლი. თუ ვინმეს ბინა დახურულია, ეს ხალხი გაჭირევებული ნამდვილად არ არის.

ახალი კანონის მიხედვით, ხელისფლების ადგილობრივ ორგამოებს დაევალათ ნაგავზე ფიქსირებული გადასახადის დაწესება - თითო ადამიანზე 3 ლარი, ოღონდ ეს თანხა ერთ ბინაზე 12 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 4 ადამიანისგან შემდგარ ოჯახს იმდენივეს გადახდა მოუწევს, რასაც რვაკაციანი ოჯახი გადაიხდის. სად არის აქ სამართალი?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100