RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სივდილი შიმშილისგან – ვინ არის დამნაშავე და რა ვქნათ?

29.03.2013  |  14:53
სივდილი შიმშილისგან – ვინ არის დამნაშავე და რა ვქნათ?. 29215.jpeg

რამდენიმე დღის წინ ბათუმის საავადმყოფოში შიმშილით გამოწვეული დაავადბებისგან ერთი წლის ბავშვი გარდაიცვალა. მედიკოსები გოგიტა აბაშიძის გადასრჩენად 3 დღე იბრძოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ამავე დროს „იუნისეფი" საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკას აქვეყნებს - ყოველწლიურად ქვეყანაში 800 ახალშობილი იღუპება, მათ შორის ნახევარი - არასაკმარისი კვებით გამოწვეული დაავადებებისგან. 

 

უკვე რამდენიმე დღეა ქართული საზოგოდოება განიხილავს ინფორმაციას, რომელიც ბათუმიდან მოვიდა. 23 მარტს დედის და ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. სამი დღით ადრე ბავშვი საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს, რომელიც შიმშილით იყო გამოწვეული. ექიმების ყველა მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ბავშვის დაბადებისას მისი წონა 4 კილოგრამს და 200 გრამს შეადგენდა. ერთი წლის შემდეგ ბავშვის წონა იგივე იყო, მაშინ როდესაც ის 12 კილოგრამს უნდა იწონიდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა არჩილ შერვაშიძემ. -„წონის დეფიციტის გამო ბავშვს განუვითარდა ფილტვების ანთება, სისხნაკლებობა, ცილების უკმარისობა, ხოლო ინფექციამ პატარა ორგანიზმი საბოლოოდ გაანადგურა" - განაცხადა ექიმმა.

აბაშიძეების ოჯახი, რომელიც 5 ადამიანისგან შედგება, ძალზე რთულ მატერიალურ მდგომარეობაშია. თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ისინი სოციალურად დაუცველთა სიაში ვერ მოხვდნენ.

გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) ბაშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკას აქვეყნებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ორსული დედის ან ბავშვის არასაკმარისი კვების გამო 4300 ახალშობილი გარდაიცვალა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში დღეს 77 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა ამ ბავშვს სახელმწიფომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მიანიჭოს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგიენკომ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ უკვე დაწყებულია მომხდარის გამოძიება. „ამ ფაქტის შესწავლაში როგორც სამართალდამცველი ორგანოების, ასევე ჩვენი უწყების სპეციალისტები მონაწილოებენ" - განაცხადა სერგიენკომ, „სახელმწიფო მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გაურბის. გამოირიცხული არ არის, რომ ბავშვი შიმშილისგან კი არა, არამედ არასწორი კვების გამო გარაიცვალა. მე ყველას მოვუწოდებ, ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავონ" - განაცხადა სერგიენკომ

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100