RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სახელითა შენითა...

29.03.2013  |  15:00
სახელითა შენითა.... 29216.jpeg

ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშემებლობის საკითხი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად განიხილება და მხურვალე დებატების საგნადაც კი იქცა. ქართული და თურქული მხარეების წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. თუმცა, იმის გამო, რომ ამბის გახმაურებას ბათუმში ქრისტიანი მოსახლეობის გამოსვლების ტალღა მოჰყვა, საკითხი, პრაკტიკულად, იდეის დონეზე რჩებოდა. პროტესტი, ძირითადად, ორ მიზეზთან იყო დაკავშირებული - მშენებლობის ადგილთან, რომელიც თავად თურქულმა მხარემ შეარჩია, და მეჩეთის სახელწოდების კატეგორიულ მიუღებლობასთან, ვინაიდან აზიზიე ცნობილია, როგორც სიმბოლო თურქთა ბატონობისა აჭარაში. ბიძინა ივანიშვილის ანკარაში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ საკითხმა ისევ აქტუალობა შეიძინა. მაშ, აშენდება თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთი? 

 

საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკა რურუამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ვიცით, სწორედ მისი მინისტრობის დროს დაიწყო აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, რის სანაცვლოდაც უნდა მომხდარიყო თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი 4 ქართული ეკლესიის რესტავრაცია. ექს -მინისტრის განცხადებით, აზიზიეს მეჩეთის პროექტი, დიდი ალბათობით, გაუქმდება და ბათუმში სანაცვლოდ არანაკლებ გრანდიოზული მეჩეთი აშენდება, ოღონდ სხვა სახელწოდებით. რურუას თქმით, გასახარია, რომ ის ხალხი, ვინც წინა ხელისუფლების დროს მეჩეთის აგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ამაში არაფერი შემაშფოთებელი არ არის.

როგორც უკვე ითქვა, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხი საქართველოს პრემიერის ანკარაში ვიზიტის დროსაც განიხილებოდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მხარეებმა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს და პრობლემის მოგვარების კომპრომისულ გზებზეც იმსჯელეს. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრების თქმით, ბათუმში ახალი მეჩეთი აუცილებლად აიგება და მშენებლობის ხარჯებს ქართული მხარე გაიღებს. როგორც გაცხადდა, ეს იქნება არა აზიზიეს მეჩეთი, არამედ მორიგი, ჩვეულებრივი მეჩეთი ბათუმში. სანაცვლიდ, თურქულმა მხარემ პირობა დასდო, რომ ქართული სპეციალისტები თურქეთის ტერიტორიაზე ოშკისა და იშხანის ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

თუმცა, ამ ინფორმაციამ "ქართული ოცნების" რიგითი მხარდამჭერებისა და მართლმადიდებელი მრევლის უკმაყოფილება გამოიწვია. გავრცელებული აზრით, აჭარაში მეჩეთების რაოდენობა ისედაც საკმარისია იმისათვის, რომ ადგილობრივმა მუსლიმანებმა ლოცვა თავისუფლად აღასრულონ.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად არსებობს ახალი მეჩეთის აუცილებლიბა ბათუმში, ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრეთ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100