RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სოსო პავლიაშვილი მკვლელია?

02.04.2013  |  16:07
სოსო პავლიაშვილი მკვლელია?. 29230.jpeg

სოსო პავლიაშვილის სახელი კარგადაა ნაცნობი საქართველოსა და რუსეთს ფარგლებს გარეთაც. სამხრეთული ტემპერამენტის, ხასიათის, კავკასიური გარეგნობისა და გამოკვეთილი ქართული აქცენტის მქონე მომღერალი, რომელიც ამავდროულად თავის სიმღერებს რუსულ ენაზე ასრულებს, გულგრილს არავის  ტოვებს. მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა სოსო პავლიაშვილის სახელი ფიგურირებს ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეში, რომელთანაც მომღერალს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა. მაშ, რა ვერ გაიყვეს ძველმა მეგობრებმა და ბიზნესპარტნიორებმა?

გასული წლის 24 ნოემბერს სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან" 46 წლის ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი მისი კუთვნილი მერსედეს ML-ის უკანა სავარძელში  მკვდარი იპოვეს. გამოძიების მონაცემების თანახმად, ბიზნესმენს ერთი ჭრილობა ცივი, ხოლო ორი  - ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს, ამასთან, ერთი გასროლა ფეხში განხორციელდა, მეორე კი საკონტროლო იყო. გამოძიებისთვის უცნობია,  ბიზნესმენი უშუალოდ ამ რაიონში თუ სადმე სხვაგან მოკლეს. სამართალდამცველებმა  ახლომდებარე ქუჩაზე მდებარე სახლების ბინადრები დაკითხეს, თუმცა მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ. ცნობილია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ავთანდილ ადუაშვილი  ვაკის რაიონში მდებარე კაფეში მეგობარს შეხვდა. მას შემდეგ, რაც ისინი დაშორდნენ, ბიზნესმენი თავის ავტომობილთან გაემართა, სადაც, სავარაუდოდ, მკვლელები ელოდნენ -წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე კაცი.

დღესდღეისობით  ექვსი კაცია დაკავებული, რომელთაგან ერთ-ერთი - ვინმე ვახტანგ ჩხაპელია - სოსო პავლიაშვილის სიძეა. 29 მარტს ექვსივე წარსდგა სასამართლოს წინაშე, თუმცა საქმეზე აღმოჩენილი ახალი ფაქტების გათვალისწინებით, განხილვა 12 აპრილისთვის გადაიდო.

მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ, ადუაშვილის ოჯახის ნათესავი, რომელმაც თავისი სახელის გახმაურებაზე უარი განაცხადა, დაუკავშირდა რეგიონალურ არხ „გურია ნიუსს". მის მიერ გამხელილი ინფორმაცია სკანდალური რეზონანსის მიზეზი გახდა. ამ ნათესავმა დაასახელა 4 ეჭვმიტანილის სახელი, რომელთა თქმითაც მკვლელობის დამკვეთი ვახტანგ ჩხაპელიაა. მკვლელობის სანაცვლოდ დაპირებული თანხა, თითქოსდა,  15 ათასი დოლარი იყო. ამასთან, ნათესავმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქნა. მისი თქმით, მვკლელობის უკან თავად სოსო პავლიაშვილი დგას, რომელსაც მოკლულთან  სომხეთსა და უკრაინაში საერთო ბიზნესი ჰქონდა. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერევანში მათი ბიზნესი  ბენზინსა და ცემენტს უკავშირდებოდა, ხოლო ხარკოვში - ხორცის წარმოებას. ბუნებრივია, ოჯახი მიიჩნევს, რომ ჩხაპელია, უბრალოდ,მკვლელობას საკუთარ თავზე იღებს, რადგანაც პირადად მას ადუაშვილის ლიკვიდაციის არანაირი მოტივი არ გააჩნდა და მსხვერპლთან არც რაიმე კავშირი ჰქონია", - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100