RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გამსახურდიამ „კოსმიური კანონები” არ გაითვალისწინა

02.04.2013  |  16:26
გამსახურდიამ „კოსმიური კანონები” არ გაითვალისწინა. 29231.jpeg

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თვალით დანახული საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი პირველი პრეზიდენტი, აწმყო და მომავალი  

31 მარტს საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 22-ე წლისთავს აღნიშნავს. შეგახსენებთ, რომ სწორედ 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90,5%, რომელთაგანაც 98,93% დამოუკიდებლობას მისცა ხმა. როგორც აღმოჩნდა, ეს თარიღი ქვეყნის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ტყუილუბრალოდ არ აურჩევია. სწორედ 31 მარტს იგი აღნიშავდა პირად დღესასწაულს - დაბადების დღეს. ჩვენ ვცადეთ, ცნობილ ასროლოგთან, ბატონ მიხეილ ცაგარელთან გაგვერკვია, თუ რა შედეგების მომტანი გახდა საქართველოსთვის ეს  ექსცენტრიული არჩევანი.   საქართველოს ასტროლოგიური რუკის შექმნის იდეა გაგვიჩნდა, მისი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, დაბადების თარიღის გათვალისწინებით. ქვეყნის ჰოროსკოპის გაანალიზების შემდეგ, ჩვენი თანამოსაუბრე მეტად საინტერესო დასკვნებამდე მივიდა.

-        თუკი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე ქართული სახელმწიფოს დაარსების დღეს ემთხვევა, იქნებ, აზრი ქონდეს, პარალელები გაგვევლო მის პიროვნულ ხასიათსა და, მთლიანად, ქვეყანას შორის?

-        შეგვიძლია, ძალიან დიდ ხანს ვისაუბროთ ჩვენს ყოფილ პრეზიდენტზე. ბატონი ზვიადი იყო ტიპიური ვერძი, საოცრად ენერგიული, აქტიური და მიზანდასახული პიროვნება. გარდა ამისა, იგი, უდავოდ,  თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო.  გამსახურდია ჭეშმარიტი ლიდერის თვისებებით  დაჯილდოვებული, ნიჭიერი მეცნიერიც გახლდათ. მისი მთავარი პრობლემა, ალბათ, იმაში მდგომარეობდა, რომ იგი არ იყო პროფესიონალი პოლიტიკოსი და მმართველი. ამას გარდა, მან საკუთარი გეგმების და მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფი ვერ შეარჩია. ტყუილად კი არ ამბობენ, მეფეს მისი ამალა ქმნისო...

-        საინტერესო იქნებოდა,  საქართველოს ასტროლოგიურ რუკაზე გვესაუბრა, ასევე იმაზე, თუ რა ფაქტორებით იყო განპირობებული ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, ჯერ, უმჯობესი იქნება,  გავერკვიოთ იმ გაუგებრობაში, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებობს. ფაქტობრივად,   დამოუკიდებლობის ორი თარიღი გვაქვ: 31 მარტი და 26 მაისი! ამათგან რომელია სწორი?

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100