RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვაშაძე ამერიკული ბაზით აშინებს რუსეთს

14.03.2009  |  14:42

9/8/4/1984.jpegსამხრეთ ოსეთი მზადაა, რუსეთის სამხედრო ბაზისთვის 99 წლით გამოყოს მიწა. ამის შესახებ 11 მარტს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა. საპასუხოდ, ოფიციალურმა თბილისმა საქართველოში საკუთარი ბაზების განსათავსებლად ამერიკელები მოიწვია.

„სამხრეთ ოსეთის მთავრობის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მესაზღვრეებს დისლოკაციისთვის 99 წლით გამოუყოს მიწა. - სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის განცხადების ციტირებას ახდენს „ინტერფაქსი". - ვფიქრობ, რომ ამავე ვადით გამოიყოფა მიწა რუსული სამხედრო ბაზებისათვის. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო სიტყვა ოსეთის პარლამენტს ეკუთვნის". ედუარდ კოკითმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთთან ხელი მოეწერება შესაბამის შეთანხმებას. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქართული აგრესიის გამო დაზარალებული რესპუბლიკის აღდგენის საკითხში მოსკოვსა და ცხინვალს შორის არანაირი წინააღმდეგობები არ არსებობს და არც შეიძლება იყოს". - დაასკვნა მან.

ცხინვალის სამომავლო გეგმებს, თბილისის მხრიდან დაუყოვნებელი რეაქცია მოყვა. „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეთანხმება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ანულირდება, - მოჰყავს „კავკაზსკი უზელს" რეინტეგრაციების საკითხში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის სიტყვები. - თბილისი ყველა ზომას მიიღებს, რომ რუსული სამხედრო ბაზები საერთოდ არ არსებობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე". მეტიც, იაკობაშვილის მოსაზრებით, „კრემლი კოკოითის სიტყვებს სერიოზულად არ აღიქვამს". რატომღაც, სახელმწიფო მინისტრს არ გაახსენდა მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებული ანალოგიური ხელშეკრულება. მოკლედ, მინისტრი თანმიმდევრული აზროვნებით არ ბრწყინავს.

მაგრამ თავის თანამემამულეს რიტორიკით აჯობა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. „ საქართველო მზადაა, სერიოზულად განიხილოს აშშ-ს სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების საკითხი, თუკი ასეთ წინადადებას ვაშინგტონი შემოგვთავაზებს" - მის ციტირებას ახდენს იტარ-ტასსი. ამავე დროს, ვაშაძე იძულებული იყო, აღენიშნა, რომ ამჟამად თბილისი ამ თემაზე კონსულტაციებს ვაშინგტონთან არ აწარმოებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გახმაურებული გამონათქვამები, როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთის ლიდერის სიტყვების პასუხია. ძნელი დასაჯერებელია, რომ ვაშინგტონმა, რომელმაც გადაწყვიტა რუსეთ- ამერიკული ურთიერთობების გადახედვა, ოდესმე შეფარვით მაინც მიანიშნა მსგავსი შესაძლებლობების არსებობის შესახებ ოფიციალურ თბილისს. საკმარისია, გავიხსენოთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას სიტყვები, რომელმაც თებერვალში „ინტერფაქსს" განუცხადა:"ჩვენ არ გვაქვს საქართველოში ასეთი ბაზების გახსნის გეგმა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100