RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი შეიძლება დღესასწაულის გარეშე დატოვონ

05.04.2013  |  14:46
სააკაშვილი შეიძლება დღესასწაულის გარეშე დატოვონ. 29246.jpeg

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი აღარ ჩაიბაროს. თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აღლუმს "ქართველი ხალხი ჩაიბარებს". რას გულისხმობს ირაკლი სესიაშვილი, გაუგებარია. მომავალი დღესასწაულის დეტალებს თავდაცვის მინისტრიც არ ამხელს. 

მიხეილ სააკაშვილი თითქოს უმაღლესი მთავარსარდალია, მაგრამ თითქოს უკვე ბოლომდეც არა. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით „ქართულმა ოცმებამ" უკვე გადადგა. თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო აღლუმს დღეიდან ქართველი ხალხი ჩაიბარებს. „რატომღაც აქამდე სამხედრო აღლუმს პრეზიდენტი სააკაშვილი იბარებდა, ეს კი არასწორი პრაქტიკაა" - განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელთანაც ჟურნალისტები განმარტებებისთვის მიცვივდნენ, რომ გაერკვიათ - ბოლო-ბოლო ვინ ჩაიბარებს სამხედრო აღლუმს, სიტუაცია კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. მან განაცხადა, რომ წლევანდელი 26 მაისი რადიკალურად იქნება განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე იყო. „ეს იქნება გრანდიოზული და ლამაზი სანახაობა, აქ სამხედრო კომპონენტიც იქნება. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა აქტიურად არიან ჩართულები მოსამზადებელ სამუშაოებში" - განაცხადა ალასანიამ. თუმცა ყველა ამ „საიდუმლოების" გახსნის შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მაინც არ დააკონკრეტა, თუ ვინ ჩაიბარებს სამხედრო აღლუმს.

თავდაცის სამინისტროში ამას ასევე ვერ აკონკრეტებენ. ანონიმურმა წყარომ საქართველოს სამხედრო უწყებაში აცნობა GeorgiaTimes-ს, რომ აღლუმის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება და ის მხოლოდ ხელმძღვანელობამ იცის.

„ალასანიას არ უთქვამს არც „კი", არც „არა" იმასთან დაკავშირებით, ჩაიბარებს თუ არა აღლუმს მიხეილ სააკაშვილი. ირაკლი სესიაშვილს რაც შეეხება, ის მოვლენებს წინ უსწრებს

- ანუ სესიაშვილმა სამხედრო საიდუმლოება გასცა?

- არა, შესაძლოა ის, უბრალოდ, რაიმე სხვა აღლუმზე საუბრობს" - აღნიშნა ანონიმურმა წყარომ.

აი სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებმა კი ალასანიას რეაქცია, როდესაც მან არც „კი", არც "არა" არ თქვა, „დუმილი - თანხმობის ნიშანია" - დ ჩათვალეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100