RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეროვნული პრობლემების ქართული ქვაბი

05.04.2013  |  14:51
ეროვნული პრობლემების ქართული ქვაბი. 29247.jpeg

მ დღეებში ეროვნულმა საკითხმა კვლავ შეიძინა აქტუალობა. ამჯერად საუბარია თურქი-მესხების შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში შესაძლო რეპატრიაციაზე. საქმე ეხება სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, რომელიც, უმეტესად, სომხებითაა დასახლებული. თურქი-მესხების რეპატრიაციის საკითთხი მეტად აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, და მათი მასობრივი დაბრუნების მიმართ ფობიას კი იწვევს. ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამის შესახებ ნერვიულობა არ ღირს, რადგანაც პრობლემა ნელ-ნელა კარგავს აქტუალურობას. 

შუა აზიის ქვეყნებიდან და კრასნოდარის ოლქიდან თურქი-მესხების რეპატრიაციის საკითხი კვლავ ამოტივტივდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებების შემდეგ. "ჩვენ მივიღეთ უკან დაბრუნების მსურველთა 5 ათასზე მეტი განცხადება. მოქალაქეობის მისაღებად საბუთები უკვე 800-900 კაცმა შეავსო. მათ დასაბრუნებლად ქვეყნის კანონმდებლობაში მცირე ცვლილებებიღა დარჩა შესატანი", - განაცხადა ფანჯიკიძემ ბაქოში უკანასკნელი ვიზიტისას, იტყობინება აზერბაიჯანული მასმედია.

ექსპერტებმა საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ ბაქოსა და ანკარაში გაკეთებული განცხადებები წმინდა დიპლომატიურ სვლად შეაფასეს და მიიჩნეს, რომ ნაკლებსავარაუდოა, ეს ნამდვილად ჯავახეთის სოფლებში თურქების მასობრივ რეპატრიაციაზე მეტყველებდეს. თუმცა, ამ თემაზე ყოველი, თუნდაც პოლიტიკური განცხადება ჯავახეთის მკვიდრებში ნეგატიურ ემოციების იწვევს (განსაკუთრებით, ასპინძის ქართველებით დასახლებულ რაიონში). თურქები თავის დროზე სწორედ ასპინძის ზოგიერთ სოფელში ცხოვრობდნენ. ძირითადად, ისინი წარმომავლობით მესხეთიდან არიან, რომელიც ჯავახეთთან ახლოსაა. თუმცა, დღეს ეს რეგიონები სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ოლქშია გაერთიანებული.

1944 წელს, სტალინის ბრძანებით, ათიათასობით თურქი მესხი ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში იქნა დეპორტირებული. ბევრმა მათგანმა, თავის დაღწევის მიზნით, 1989 წელს დატოვა უზბეკეთი ამ ჯგუფის მიმართ ფერგანას ხეობაში ძალადობის ფაქტების მომრავლების გამო. ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველომ მათი რეპატრიაციის ორგანიზების ვალდებულება აიღო, თუმცა აქამდე ქართველებს ამ მხრივ კონკრეტული არაფერი მოუმოქმედებიათ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100