RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რას ელიან ქართველები რუსული ბაზრისგან?

05.04.2013  |  15:15
რას ელიან ქართველები რუსული ბაზრისგან?. 29248.jpeg

7 - წლიანი პაუზის შემდეგ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცვია, შესაძლოა, რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს. შეთანხმება ამის შესახებ მიღწეულია მოსკოვში. სურსათის ხარისხზე პასუხისმგებლობას ქართული მხარე იღებს. რას ფიქრობენ რუსული ბაზრის გახსნაზე ქართველი ფერმერები, რომელთა დიდი ნაწილი ემბარგოს შემოღების შემდეგ იძულებული გახდა ამ პროდუქციის მოყვანაზე უარი ეთქვა?

2006 წლამდე სულ სხვანაირად იყო საქმე. ჩვენ ვყიდდით ვაშლს და სხვა ხილს რუსეთში. შემდეგ კი უცებ ყველაფერი გაჩერდა" - ამბობს გორის რაიონის მკვიდრი ვანო მარგველაშვილი. „ზოგიერთმა ჩემმა მეზობელმა ბაღებიც კი გაჩეხა - შეშად იხმარეს. ბაღების შენახვა არარენტაბელური გახდა. იქ, სადაც ადრე ვაშლის ხეები ყვაოდა, ახლა მხოლოდ ბალახი იზრდება" - ამბობს მარგველაშვილი

მისთვის, ისევე როგორც შიდა ქართლის რეგიონის მრავალი სხვა მკვიდრისთვის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნა ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ხილს ახლაც ვყიდით, მაგრამ ეს არაფერია რუსეთის უზარმაზარ ბაზართან შედარებით. ეს იყო შემოსავლის მთავარი წყარო ჩემთვისაც, და სხვებისთვისაც".

დასავლეთ საქართველო ასევე დაზარალდა. ციტრუსები, რომელთა გაყიდვას 90-იანი წლების დასაწყისის ექსპერტთა აზრით, „ბორჯომთან" ერთად მთელი საქართველო უნდა დაეპურებინა, ვეღარ იყოდებოდა. თურქეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანა არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა - იქ თავისიც აქვთ. თანაც თუ საქართველოში თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტისთვის ყველა აუცილებელი პირობა იყო შექმნილი, ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ეს პრეფერენციები არ ვრცელდებოდა.

2008 წლამდე საქართველო რუსეთში ყიდდა ციტრუსებს, ხილს, მწვანილს, თუმცა ეს პროცესი ხშირად უკონტროლო ხასიათს ატარებდა. ახლა კი რუსული მხარე საქართველოს ერთადერთ პირობას უყენებს - პროდუქციის ხარისხი რუსეთის კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს.

შეთანხმება რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანაზე მიღწეულია მოსკოვში „როსსელხოსნადზორის" ხელმძღვანელის სერგეი დანკვერტისა და საქართველოს პროდუქტების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ ჩეკურიშვილის შეხვედრაზე. შემდეგი ეტაპი - ტექნიკური დეტალების განხილვაა. „ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე ძალზე მალე დაბრუნდება, ექსპერტებმა მხოლოდ გარკვეული დეტალები უნდა შეათანხმონ" - განაცხადა ჩეკურიშვილმა „როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელთან ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100