RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აშშ და რუსეთი შავ ზღვაზე არ მეგობრობენ

05.04.2013  |  15:25
აშშ და რუსეთი შავ ზღვაზე არ მეგობრობენ. 29250.jpeg

აშშ განაგრძობს საქართველოსთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების აღმოჩენას. ცოტა ხის წინ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დასრულდა ქართულ-ამერიკული წვრთნები "Agile Spirit 2013". მომავალ წელს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი წვრთნები გამართოს, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილოებით. ამასობაში კი რუსეთი შავ ზღვაზე ფართომასშტაბიან მანევრებს ატარებს. არსებობს თუ არა კავშირი ამ წვრთნებს შორის და რას ფიქრობენ ამაზე ქართველი ექსპერტები?

აშშ აპირებს საქართველოს საზღვაო საზღვრების გაძლიერებას. ის სანაპირო დაცვას მატერიალურ დახმარებას აღმოუჩენს და საზღვრების უსაფრთხოების რამდენიმე პუნქტს გახსნის. პროექტის ფასი - 1 მილიონ 200 ათასი დოლარია.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სუფსის დასახლებაში (ფოთთან ახლოს) ოფიციალურად გახსნეს საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის მშენებლობა. ეს შავ ძღვაზე უნიკალური ობიექტი იქნება. მართვის ცენტრი ტრეფიკინგის და სხვა ტიპის ტანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლით იქნება დაკავებული, ასევე განახორციელებს უწყებათაშორის თანამშრომლობას.

გარდა ამისა აშშ ექვს მილინ დოლარს გამოყოფს სანაპირო დაცვის ხომალდების სარემონტო პუნქტის მოსაწყობად. ეს ობიექტი უკვე გახსნილია.

საქართველოს საზღვაო-სასაზღვრო ძალების გაძლიერება იმ დროს ხდება, როდესაც რუსეთი შავ ზღვაში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს მართავს. პირველად 20 წლის განმავლობაში წვრთნები წინასწარი განცხადების გარეშე ჩატარდა. მანევრებში სამხედრო ხომალდები, ავიაცია, სადესანტო ნაწილები იღებენ მონაწილოებას. სულ -დაახლოებით 7 ათასი ადამიანი.

მოულოდნელი წვრთნები იმ რეგიონში ტარდება, სადაც რამდენიმე თვის შემდეგ სოჭის ოლიმპიადა გაიმართება, რომელიც არა მარტო სამართალდამცველების, არამედ რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ეს წვრთნები ბოლო ორ თვეში რუსეთის ჯარში უკვე მეორე დაუგეგმავი მანევრებია.

წვრთნებმა სახელწოდებით „სიურპრიზი" უკვე გამოიწვია საქართველოს უკმაყოფილება. ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის მოქმედებები ევროპაში სტაბილურობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ეს წვრთნები არ იყო დაგგემილი და ის სამხედრო ძალების განლაგებას მნიშვნელოვნად სცილდება, რაც 2011 წლის ვენის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული „ნდობის და უსაფრთხოების განმტკიცების თაობაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100