RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აჭარა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი გახდება?

11.04.2013  |  10:38
აჭარა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი გახდება?. 29274.png

აპირებს თუ არა თურქეთი საქართველოსთვის აჭარის ავტონომიის წართმევას? რატომ ახსენებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კვიპროსზე ვიზიტის დროს ოსმალეთის იმპერიას და ქალაქ ბათუმს, რომელიც ამ იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა? რას გულისხმობდა ახმედ დავუთოღლუ და როგორ არის მისი მოულოდნელი განცხადებები ანკარასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული?

მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის კურორტ ანტალიაზე ისვენებს და ველოსიპედით სეირნობისას მხარიც კი მოიტეხა, თურქეთის საგრეო საქმეთა მინისტრი განხადებებს აკეთებს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს და რეგიონის სხვა სახელმწიფოებსაც ეხება. კვიპროსში ვიზიტისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იხსენებს ოდესღაც ძლიერ ოსმალეთის იმპერიას და „ახალი კავშირების" დამყარების აუცილებლობაზე საუბრობს, ამასთანავე აღნიშნავს, რო თურქეთი არავისთან ომს არ აპირებს.

„გასული საუკუნე უკვე ის გვერდია, რომელიც გადავფურცლეთ. ახლა ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზის და ბათუმს შორის" - ამბობს დავუთოღლუ. „ამჯერად, ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზით. არავისთან არ ვიომებთ, საზღვრებსაც პატივს ვცემთ. ახლა ამაშია ჩვენი ძალა. დღეს ეს სრულიად სხვა ქვეყნებია, მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზი იყო ერთი ქვეყნის - ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. ვამბობთ რა ამას, ჩვენ ვიცით, რომ ბრალს დაგვდებენ ნეოოსმანიზმში. მაგრამ თუ ასეა, ისინი, რომლებმაც გააერთიანეს მთელი ევროპა, რატომ არ იწოდებიან ახალ რომაელებად?"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოსმალეთის იმპერიის პრაქტიკულად ყველა პროვინცია დაასახელა, რომელიც საქართველოდან ლიბიამდე იყო გაჭიმული. მაგრამ ამ მინიშნებების აზრი რაში მდგომარეობს? ქართველი ექსპერტები ორ ძირითად ვერსიას განიხილავენ.

პირველი თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურიერთობებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ანკარა 1998 წლიდან ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატია, ორგანიზაციაში ის ჯერჯერობით ვერ გაწევრიანდა. გამორიცსული არ არის, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუთითა ევროკავშირს, რომ თუ თურქეთი იქ ახლო მომავალში არ გაწევრიანდა, მას შეუძლია საკუთარი ევროკავშირი შექმნას, უფრო სწორად კი ისეთი ორგანიზაცია, სადაც დომინანტი თურქეთი იქნება ევროკავშირისგან განსხვავებით, სადაც ერთი სახელმწიფო-ლიდერი არ არსებობს. ასეთ ორგანიზაციაში შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნები შეიძლება გაწევრიანდნენ. საქართველოც გემრიელი ლუკმაა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100