RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უფასო სახელმძღვანელოები ქართულ გამომცემლობებს ძვირად დაუჯდებათ

11.04.2013  |  10:45
უფასო სახელმძღვანელოები ქართულ გამომცემლობებს ძვირად დაუჯდებათ. 29276.jpeg

ქართული სკოლების მოსწავლეები 2013-2014 სასწავლო წლებში სახელმძღვანელოებს სრულიად უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. წიგნები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2084 საჯარო სკოლის 650 ათას მოსწავლეს გადაეცემა. რის ხარჯზე შედგება განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ეს ჰუმანური აქტი? ვინ დარჩება ხელმოცარული საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად? რატომ ახსენებს დღეს ბევრი ადამიანი "პოპულიზმს", "ბოლშევიზმს" და "კომუნიზმს"?  

მაშ ასე, განათლების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა: "ამიერიდან არც ერთი სკოლის მოსწავლე სახელმძღვანელოებში ფულს აღარ გადაიხდის". "აქამდე არ ყოფილა პრეცედენტი იმისა, რომ საქართველოს მთავრობას საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცა. მოსწავლეები წელს პირველად მიიღებენ სახელმძღვანელოებს უფასოდ ", - აცხადებს მინისტრი. მართლაც, სასიხარულო ფაქტია და, ერთი შეხედვით, ყველა კმაყოფილი უნდა იყოს. მაგრამ ავტორები და გამომცემლები აღშფოთებას ვერ მალავენ. საქმე ისაა, რომ უფასო სახელმძღვანელოების დარიგება მათი უფლებების დარღვევის ხარჯზე მოხდება. მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო თავად დაბეჭდავს სასკოლო სახელმძღვანელოებს. მისი თქმით, ურთიერთობები სახელმწიფოსა და გამომცემელს შორის კანონით რეგულირდება. "ჩვენ გამომცემლებსა და ავტორებს კანონით გათვალისწინებულ თანხას ვუხდით. ვგონებ, ეს თანხა საკმარისზე მეტია", - ამბობს მარგველაშვილი.

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემლობა "დიოგენეს" დირექტორი, თამარ ლებანიძე მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ფაქტი თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ სხვა საკითხია - უნდა ეხებოდეს კი იგი უკლებლივ ყველა მოსწავლბს?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100