RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დავა რაბათის ციხესიმაგრეზე

11.04.2013  |  11:25
დავა რაბათის ციხესიმაგრეზე. 29277.jpeg

საქართველოში ისტორიის ძეგლის გარშემო პოლიტიკური კამათი გაიმართა. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება აპირებს რაბათის ციხესიმაგრეს ახალცხეში რესტავრაცია ჩაუტაროს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ რესტავრაციის წინაღმდეგ გამოდიან. „ნაცმოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რო მის ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოიყენებს იმისათვის, რომ ციხესიმაგრის იერსახე არ შეიცვალოს. რატომ ვერ თანხმდებიან წინა და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები საკითხზე, რომელზეც წესით მხოლოდ ამ სფეროს სპეციალისტებმა უნდა აიმსჯეონ?

„ნაციონალები" და „ქართული ოცნება" აწმყოზე და მომავალზე დავობდნენ, ხოლო ახლა კამათი წარსულზეც დაიწყო. ბრძოლა ამჯერად არქიტექტურული ძეგლის თაობაზე გაიმართა. საქმე ეხება რაბათის ციხესიაგრეს - მე-18 საუკუნის არქიტექტურულ ძეგლს. დიდი ხნის განმავლობაში ეს ისტორიული ძეგლი ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში იყო, ხოლო გასულ წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მისი აღდგენის დასრულების თაობაზე საქვეყნოდ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით ცნობილი ფრანგი მომღერალი შარლ აზავურიც კი მოიწვიეს (რომლის წინაპრები, სხვათა შორის წარმოშობით საქართველოს ამ ადგილებიდან არიან).

მაშინ ბევრს საუბრობდნენ, რომ ციხესიმაგრიას აღდგენაში დიდი როლი შეასრულა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინსტრმა, ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გეერალურმა მდივამა ვანო მერაბიშვილმა რომელიც წარმოშობით ასევე ამ მხარიდან არის. საუბრობდნენ იმაზეც, რომ ისტორიული ძეგლის აღდგენისთვის არაერთ ქართველ ბიზნესმენს ჯიბეების ამოქექვა მოუწია.

თავად ამ ციხესიმაგრის იერსახე ისოტრიულად არაერთხელ შეცვლილა და მას ახალი კომპონენტები დამატებია. პირველად ეს ადგილი ისტორიულ ხელნაწერებში სხვა სახელით იყო ცნობილი - ლომსია. ის მე-9 საუკუნით თარიღდებოდა. თანამედროვე სახით რაბათის ციხესიმაგრე ახმედ ფაშა ჯაყელმა მე-18 საუკუნეში ააგო. მან ამ ადგილას აბანოები და მეჩეთი ააშენა. რაბათის ციხესიაგრეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ თურქების შემოსევის და ასევე მრავალი სხვა ისტორიული კონფლიქტის შედეგად არქიტექტურის ეს ძეგლი პრაქტიკულად განადგურდა.

ციხესიმაგრის აღდგენა ძალზე მოკლე დროში მოხდა. ისევე როგორცვ სხვა ობიექტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ნაჩქარევად აღადგინა, რაბათის ციხესიმაგრესაც მალე მრავალი ხარვეზი გამოუვლინდა. სახურავს წყალი გასდიოდა, კედლები დაიბზარა, ბეტონის საფარის ნაწილი ჩამოიშალა. თუმცა კულტურის სამინისტროს ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პრობლემები უმნიშვნელოა და მათი გამოსწორება შესაძლებელია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100