RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პოტიომკინის ტბები

11.04.2013  |  13:27
პოტიომკინის ტბები. 29278.jpeg

საქართველში არარსებულ პროექტებზე ფულის გამოყოფა უკვე არაერთხელ მომხდარა. ამ სიაში მოხვდა კოჭების ტბის რეაბილიტაციის პროექტიც. ტბის გამწმენდი და ინფრაქსტრუქრის აღმდგენი სამუშაოები ჯერ კიდევ 2013 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დახმარება ჯერჯერობით ადგილზე რამდენიმე ფანჯრის რაფისა და კარის მიტანით შემოიფარგლა. ამასთან, "პოტიომკინის ტბაზე", თითქოსდა, უკვე 50 000 ლარია დახარჯული.  

კოჭები არის მცირე ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც შირაქის ველსა და ივრის ზეგანს შორისაა განლაგებული. იგი ერთადერთი ტბაა დედოფლისწყაროს რაიონის დაბა სამრეკლოში. მისი წყალი კი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და, ერთი შეხედვით, ღვთის მიერ მოვლენილ მადლს ჰგავს. თუმცა, ძალიან ცოტა ვინმე თუ გაბედავს კოჭების წყლით მკურნალობას, რადგანაც ტბის სანიტარული მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, აღმაშფოთებელია.

თუმცა, ადგილობრივებს კარგად ახსოვთ წინასაარჩევნო პერიოდი და ქვეყნის პრეზიდენტის შთაგონებით აღსავსე გამოსვლა. საპარლამენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილმა და დედოფლისწყაროს რაიონის დეპუტატმა ზაზა კედელაშვილმა კოჭების ტბის რეაბილიტაციის მრავალმილიონიანი პროექტი წარადგინეს.

"უახლოეს მომავალში, საქართველოს რუკაზე გაჩნდება ახალი ჩინებული კურორტი, მშვენიერი ხედებთ, და იგი იქნება აქ - დედოფლისწყაროში" , - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე წარმოთქვა.

საგულდაგულოდ მომზადებულ პრეზენტაციაზე ბანერები და მაკეტებიც კი აჩვენეს. ამ მაკეტების მიხედვით, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა კეთილმოეწყოთ კაფე, პლაჟი და სპორტული ზონა, რომელიც მინი-ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის სათამაშო მოედნებისგან უნდა შემდგარიყო. აქვე იგეგმებოდა სპორტული ტრენაჟორების, გასახდელებისა და საშხაპეების დამონტაჟებაც. გათვალისწინებული იყო ასევე ბავშვთა სკვერიც, სადაც პატარები და მშობლები კომფორტულ დაისვენებდნენ. პროექტში ასევე იყო შეტანილი 12-ადგილიანი სასტუმრო უცხოელებისათვის.

თუმცა, დედოფლისწყაროს გამგებლის თქმით, მსგავსი პროექტი საერთოდ არ არსებობს. ამ დღეებში გაირკვა, რომ პროკურატურა ამ "უჩინარი პროექტით" საფუძვლიანად დაინტერესდა. პრეზიდენტის მიერ დაანონსებული კოჭების ტბის რეაბილიტაცია უკვე ამა წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გამოძიების ვერსიით პროექტზე უკვე 50 000 ლარია დახარჯული, გაკეთებული კი, პრაქტიკულად, არაფერია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100