RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი დაპირებებს ”ბეტონით” ასხამს

16.03.2009  |  09:27

9/8/5/1985.jpegიმ დროს, როცა ოპოზცია მიხეილ სააკაშვილის გადაყენებისათვის ხელმოწერებს აგროვებს, პრეზიდენტი ისევ დაპირებებს არიგებს. მაგლითად, 11 მარტს მან განცხადება გააკეთა არმიის უსწრაფესი მოდერნიზაციის შესახებ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას "დააბეტონებს". თუმცა, არც სხვა დაპირებების გაცემაისას არ ძუნწობს ის.

"ახლა ჩვენ გადავდივათ,მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ არმიებთან სამხედრო თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპზე - სააკაშვილის ციტირებას ახდენს "როსბალტი".- თუ კი ეს ადრე გულისხმობდა საქართველოს სამშვიდობო ოპერაციებისათვის მომზადებას, პრაქტიკულად პოლიციური ფუნქციებისათვის, ამჯერად საქართველოს არმია იქნება მომზედბული იმისათვის, რათა საქართველოში იყოს მშვიდობა. არა ომისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველოში აღარასოდეს არ იყოს ომი, რათა არავინ და არასოდეს აღარ შეეცადოს მოაწყოს არეულობები". მისი სიტყვებით, საქართველოს არმია დაჩქარებული ტემპებით ემზადება და ამაში მას საზღვარგარეთის ქვეყნები ეხმარებიან. " ჩვენი არმია მაზად იქნება საკუთარი ქვეყნის და ეკონომიკის დასაცავად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა კი, საბოლოოდ იქნება დაბეტონებული".- შემაჯამებელი დასკვნა გააკეთა მან.

უნებლიედ იბადება კითხვა: რა მიზანს ისახავს პრეზიენტი, როცა ესოდენ დიდ ყურადღებას უთმობს არმიის "დაჩქარებული ტემპებით" მომზადებას? იბადება ორი ვარაუდი: ან ის უფრთხის უეცარ შემოჭრას გაერედან, ან კიდევ ცდილობს დაასწროს ოპოზიციის ქმედებებს და ემზადება სწორედ იმ "არეულობებისთვის".

პირველი ვარიანტი, უნდა ვხვდებოდეთ, რომ გამორიცხულია, იმდენად რამდენადაც არა უშორეს წინა კვირისა, სააკაშვილი ამბობდა:" ჩვენ გამოვრიცხავთ ახალ სამხედრო ავანტიურას რუსეთის მხრიდან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად". საეჭვოა, რომ პრეზიდენტი "სიფრთხილეში" არმიის დაუყოვნებელ მოდერნიზაციას გულისხმობდა.

უდაოა, რომ უფრო მოსალოდნელია მეორე ვარიანტი. ამასვე ადასტურებს გადაადგილებები სამხედრო უწყებაში: სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის ზურაბ აგლაძის და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ვალერი ჩაჩიბაიას შეცვლა. ამ უკანასკნელ პერიოდში მომხდარი მოვლენების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები იმის შესახებ, რომ "საქართველოში იყოს მშვიდობა" ახალ შეფერილობას იძენს. პეზიდენტი სიმშვიდეს მოითხოვს ქვეყნის შიგნით, თანაც "დაჩქარებული ტემპებით".

ამ ლოგიკას, შესანიშნავად ერწყმის პრეზიდენტის უკანსაკნელი დაპირება იმის შესახებ, რომ მის სახელმწიფოში ისეთივე დემოკრატია და თავისუფლება იქნება, როგორც ევროპაში და შეიძლება კიდევ უკეთესიც. უკანასკნელი, ცოტა არ იყოს კომიკურად ჟღერს. პრეზიდენტმა არ შეიწუხა თავი და რა ახსნა, რას ნიშნავს ეს "კიდევ უკეთესი". შესაძლოა იგულისხმება სიმშვიდე ნებისმიერ ფასად? დარბეული დემონსტრაციებისა და არმიის მხრიდან საზოგადოების ტოტალური კონტროლის ფასადაც კი?

"ციხესიმაგრე მხოლოდ შიგნიდან შეიძლება იქნეს დანგრეული, - ამბობს სააკაშვილი. - ამიტომაც არ უნდა არსებობდეს ღალატი და თუ კი ჩვენ ერთად ვიქნებით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100