RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პოლიტიკური ჭიდილი ქართულ ტაძრებს ანგრევს

15.04.2013  |  18:01
პოლიტიკური ჭიდილი ქართულ ტაძრებს ანგრევს. 29292.jpeg

ბოლო რამდენიმე წელია, ქართველმა სპეციალისტებმა განგაშის ზარები ჩამოჰკრეს იშხანისა და ოშკის ტაძრების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ისტორიულ ნაწილში - ტაო-კლარჯეთში, ამჟამად კი არტვინად წოდებულ, თურქეთის კუთვნილებაში მყოფ ტერიტორიაზეა განთავსებული. წვიმების დაწყებასთან ერთად ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. სავალალო მდგომარეობაში მყოფ ტაძრებს გადაუდებელი რესტავრაცია ესაჭიროებათ. ნალექს თავისუფლად შეეძლო ხუროთმოძღვრების ძეგლებისთვის გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა და შედეგად, გადასარჩენიც არაფერი დაგვრჩებოდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმოებდა, რომელიც წარუმატებლად სრულდებოდა. დოკუმენტები მზადდებოდა, მაგრამ სამუშოები არ იწყებოდა. საზოგადოებრიობა ხელისუფლების მხრიდან ქმედით ნაბიჯებს დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდა, ამიტომ ცნობას იშხანის ტაძრის გადარჩენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყების შესახებ საქართელოში განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეხვდნენ. მაგრამ სამუშაოები ჯერ ნორმალურად დაწყებულიც არ იყო, რომ ისევ დაბრკოლებები გაჩნდა.  

ართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში, იშხანის ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშოები განახლდა. ფასადზე სამშენებლო ხარაჩოების აღმართვა მიმდინარეობს, ხოლო შენობის შიგნით იატაკი მიწისგან იწმინდება. რესტავრაციას ახორციელებდა ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია „ანფორმა მიმარლის რესტორასიონი". ისინი სამუშაოებს შეუდგნენ ჯერ კიდევ იქამდე, სანამ საქმეში ქართველი მკვლევარები და არქიტექტორები ჩაერთვებოდნენ. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველომ და თურქეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც, ქართველმა სპეციალისტებმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე რესტავრაციაში აქტიური მონაწილეობის უფლება მიიღეს.

8 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა: „მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება იმის შესახებ, რომ ისტორიული ძეგლების აღდგენა ქართველი სპეციალისტების დახმარებით მოხდება. მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყვი, კონკრეტულად რომელი სპეციალისტი, ვინ, სად და როდის გაემგზავრება. ეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100