RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველები ფრანგულ გზამკვლევს გაუბრაზდნენ

16.03.2009  |  13:45

9/9/2/1992.jpegთბილისი აღშფოთებულია იმის გამო, რომ გამომცემლობა Petit Futé-მ საქართველო ტურისტებისთვის სახიფთო ქვეყნების სიას დაამატა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ჩინოვნიკების აზრით, ეს ყველაფერი - რუსული პროპაგანდისტული ხრიკების ბრალია.

საფრანგეთში 11 ქვეყნისგან შემდგარი სია იქნა შედგენილი, სდაც სახიფათო გარემოა ტურისტებისათვის, გვატყობინებს სააგენტო "ტურინფო". Petit Futé-ს გზამკველევი ტურისტებს ურჩევს სამოგზაურო მარშრუტებიდან გამორიცხონ: ავღანეთი, ერაყი და სომალი, ქვეყნები რომლებშიც თითქმის ყოველთვის მიდინარეობს საომარო მოქმედებები. ასევე ტერაქტებმა და გატაცებებმა დასვენება შეიძლება გაგიფუჭონ კოლუმბიაში. გონდურასში ტრადიციულად მაღალია კრიმინალურ დანაშაულთა ჩადენის რიცხვი და გავრცელებულია ტურისტებზე თავდასხმის შემთხვევები. შიდა პოლიტიკური კრიზისის გამო ნაკლებად მომხიბვლელია ბოლივიაც. ლივიამ თავად შეზღუდა ტურისტთა შემოსვლის ნაკადი, ალჟირთან კონფლიქტის გამო. მალაზიაში და ფიჯიზე კი, მაღალაია ტროპიკული ინფექციური დაავადებების რისკი. ჩრდილოეთ კოერაში ტურიზმის განივითარებას ხელს უშლის, ტოტალიტარული რეჟიმი.

და აი, სწორედ ასეთი სახიფათო ქვეყნების სიაში, აღმოჩნდა საქართველო. ამის მიზეზი გახდა სამხრეთ ოსეთში მომხდარი აგვისტოს აგრესია და რუსეთთან ახალი ომის მუდმივი მოლოდინი.

თუმცა, ეს არგუმენტები ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში, საკამაოდ მნიშვნელოვნად არ ჩათვალეს და სიის სარწმუნოობაში ეჭვიც კი, შეეპარათ. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნატო ფარცხალაძემ რადიო "კომერსანტთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ კი ინფორმაცია რუსულმა საიტმა გაავრცელა, მაშინ შეტყობინება სავარაუდოდ როგორც პროპაგანდა, ისე უნდა განვიხილოთ.

უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საქართველოს საკუთარი იმიჯის აღდგენა, უდიდეს ძალისხმევად უჯდება. 10-დან 15 მარტამდე ექვსი ქართული ტუროპერატორისგან შემდგარი დელეგაცია მონაწილეობდა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში.ქართველებისთვის იქ გამოყოფილი იყო 60 კვადრატული მეტრის ფართობის სტენდი, პლაკატები და ბროშურები ევროპელებს ამ რესპუბლიკის მომხიბვლელობაში არწმუნებდნენ.

უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოს მასშტაბით პრესს-ტურებს დაპირდნენ იმისათვის, რათა ცნობა მშვენიერი კავკასიური ქვეყნისა და მისი მაცხოვრებლების სტუმართმოყვარეობის შესახებ მთელს მსოფლიოში გავრცელდეს. ხელსიფლების გეგმებში ასევე შედის, საინფორმაციო ტურისტული ცენტრის შექმნა თბილისში.

 

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100