RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ივანიშვილს მესამე ძალა აკლია?

18.04.2013  |  12:04
ივანიშვილს მესამე ძალა აკლია?. 29308.jpeg

წინა კვირაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე. მაგილითისათვის მან კონკრეტული ადამიანები მოიყვანა. მათ შორის - მედიაკავშირ „ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი გლდანის ციხეში პატიმრების წამების სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ გახდა. სწორედ ინაშვილის წყალობით საპარლამენტო არჩევნების წინ დატრიალებულმა „ცოცხების ამბავმა" ფართო გამოხმაურება ჰპოვა. ვინ არის ირმა ინაშვილი, რამდენად გულწრფელი იყო პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში და რომელ ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალაზე „ოცნებობს" „ქართული ოცნების" ლიდერი?

ირმა ინაშვილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დაუძინებელი მტერია, თავის ჟურნალისტურ საქმიანობაში თავიდანვე პრეზიდენტისა და მისი გუნდის კრიტიკით იყო დაკავებული. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობისას მან მრავალი რეპორტაჟი და სტატია სწორედ ამ საძულველი რეჟიმის სააშკარაოზე გამოყვანას მიუძღვნა. მისი მასალები, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ეხებოდა. ბოლო-ბოლო, ინაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს.

ამის შემდეგ მას აფინანსებს ვინმე დავით თარხან-მოურავი და იგი მედიაკავშირს ქმნის, რომელიც „ობიექტივის" სახელითაა ცნობილი. ეს სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო.

ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე, რომელსაც ირმა ინაშვილმა, შეიძლება ითქვას, სიცოცხლე შთაბერა, გლდანის ციხეში პატიმრების წამებას უკავშირდებოდა. მან მასალები გამოაქვეყნა და სტრასბურგში თავისი კავშირებით ისარგებლა. სხვათაშორის, მისი ძმა კოტე ინაშვილი, ასევე იჯდა ამ ციხეში. შესაძლოა, სწორედ მისი მეშვეობით გახდა ცნობილი წამების ამსახველი კადრების არსებობის შესახებ.

დღეს ირმა ინაშვილს აქვს შანსი, გაუძღვეს საქართველოს მესამე პოლიტიკურ ძალას. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მას უკვე ესაუბრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მან 10 აპრილის პრესკონფერენციაზე განუცხადა. როგორც განგვიმარტა თავად მედიაკავშირის ხელმძღვანელმა, ივანიშვილი მისი პარტიის ხსენებისას პოლიტიკურ ორგანიზაცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" გულისხმობდა, რომელშიც მისი თანამოაზრეები და თანამებრძოლები არიან გაერთიანებულნი. სწორედ მათთან ერთად იბრძოდა ირმა ინაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100