RSS
на русском en in english
01.11.2014
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველ მწარმოებლებს ”ჩაის ფულს” მისცემენ?

18.04.2013  |  12:17
ქართველ მწარმოებლებს ”ჩაის ფულს” მისცემენ?. 29309.jpeg

დღეს საქართველოში ჩაის პლანტაციები სრულიად გაჩაჩანაკებულია. ბოლო რამდენიმე წლია, წარმოებული ჩაის რაოდენობა სწრაფად მცირდება. იმისდა მიუხედავად, რომ ქართველები ჩაის დიდი სიყვარულით არ გამოირჩევიან, არსებულ მცირე მოთხოვნასაც კი ისინი ინდური და ვიეტნამური იმპროტული საქონლის მეშვეობით აკმაყოფილებენ. სპეციალისტების აზრით, შემოტანილი ჩაის 80% ფალსიფიცირებული და ვადაგასულია. მაშ რატომ არ შეუძლიათ ქართველებს, რომლებსაც ხელსაყრელი კლიმატი და ბუნებრივი პირობები გააჩნიათ, საკუთარი თავი ხარისხიანი ჩაით უზრუნველყონ?

საბჭოთა საქართველოს დროიდან ჩვენ გვახსოვს ჩაის თემას მიძღვნილი მშვენიერი ქართული ფილმები, სადაც მკრეფავები სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ და სახელმწიფო ჯილდოებითაც საჩუქრდებოდნენ, მაგალითად "სოციალისტური შრომის გმირის" წოდებით. ამასთან, სასმელი, რომელიც მეზობელ აზერბაიჯანში უზომოდ პოპულარულია, საქართველოში ხალხის დიდი სიყვარულით არასდროს სარგებლობდა. ამისდა მიუხედავად, ჩაის კულტურას აქ ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან მისდევენ,მას შემდეგ, რაც ცნობილმა აგრონომმა აპოლონ კვირკველიამ იგი ლანჩხუთში გააშენა. იქიდან, მოგვიანებით ჩაი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდა. ეს კულტურა კარგად ერგება სუბტროპიკულ კლიმატს, რის შედეგადაც ჩაის პლანტაციები გურიასა და სამეგრელოში ხარობს. გურიაში მოყვანილი ჩაის მცირე ნაწილი ესპორტზე მიდის."გურიელი" შიდა ბაზარზე ქართული ჩაის ყველაზე გავრცელებული სავაჭრო ნიშანია.

თუმცა, დღეს, სამწუხაროდ, ოდესღაც გემრიელი ქართული ჩაი თავის თვისებებს ნელ-ნელა კარგავს. ეს ხდება იმის გამო, რომ ჩაის პლანტაციები მოუვლელია.

იყო დრო, როდესაც საქართველო მოიხმარდა 3500 ტონა ჩაის. დღეს ეს მოთხოვნა 1500 ტონამდე შემცირდა. იმისდა მიუხედავად, რომ ჩაის ექსპორტი იწარმოება ამერიკაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, ეს პროცენტი მეტად უმნიშვნელოა.

საქართველოში ჩაის კულტურა უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა, სწორედ ქარხნების რიცხვის შემცირების გამო. რაიონებში მუშაობს დაახლოებით 15 მინიქარხანა, რომელსაც შეუძლია მოსავლის მიღება. ჩვენთან საუბრსისას ბახვის ჩაის მიკროფაბრიკის ხელმძღვანელმა ქეთევან ვაშალომიძემ საკუთარი გულისტკივილი გაგვიზიარა: "პლანტაციები მოუვლელია, რის შედეგადაც ჩაის ბიოქიმიური შემადგენლობა ნორმას არ შეესებამება. რა ლამაზი ფოთლებიც არ უნდა მოვკრიბოთ, შედეგად, ჩაი მაინც უხარისხო გამოდის. წარმოებული პროდუქცია კარგად და სასიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ მას არც არომატი და არც შესაბამისი გემო არა აქვს. ეს ყოველივე ქარხნის მოგებაზე და პროდუქციის ბრუნვაზე აისახება", - აღნიშნავს ვაშალომიძე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100