RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხოვრება საქართველოში ცელოფნის პარკში

18.04.2013  |  12:22
ცხოვრება საქართველოში ცელოფნის პარკში. 29310.jpeg

დღეს საქართველოში რთულია იპოვო ადამიანი, რომელიც არ მიიჩნევს, რომ მთავრობის ცვლილების შედეგად, ურთიერთობა ჩრდილოელ ძმასთან ოდნავ, მაგრამ მაინც გაუმჯობესდა, რაც ბუნებრივია, აღიქმება, როგორც პოზიტიური მოვლენა. ადამიანები დაძაბული ურთუერთობისგან დაიღალნენ, იმისგან, რომ თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდნენ, საქართველოში ვერ უსმენდნენ რუსულ სიმღერებს. ლაგდება ურთიერთობა ასევე ჩვეულებრივ ადამიანურ დონეზე, ვაჭრობაში, ეკონომიკაში, რაც გლეხებსა და მეწარმეებს ახარებს. მიდის საუბარი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებაც. თუმცა ნინასთვის, რომელმაც არ ისურვა საკუთარი გვარის დასახელება, ყველაფერი უცვლელად დარჩა. მისი მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც ხუთი წლის წინ იყო. 

თბილისი. შვეიცარიის საელჩოს ტერიტორია. რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილება. პირდაპირ ღობის წინ მოჩანს არც თუ ისე დიდი, ცოცხალი ცელოფნის "შეკვრა". მიახლოვებისთანავე ირკვევა, რომ ეს ხელნაკეთი კარავია. იქ უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს ქალი სახელად ნინა. იგი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში რუსეთიდან 40 წლის წინ დაბრუნდა. დღეს ქალბატონი ნინა პენსიონერია. რამდენიმე წლის წინ, მან, თაღლითი შორეული ნათესავის გამო, საქართველოში სახლ-კარი დაკარგა. ნათესავმა, მოტყუების გზით, მისი ქონება გაყიდა და რუსეთში წავიდა, ხოლო დეიდა ნინა "დაივიწყა", არადა თან წაყვანას ჰპირდებოდა.

ასე აღმოჩნდა ნინა გარეთ. თავდაპირველად იგი მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ორღობეებში ცხოვრობდა. ვიღაცამ ურჩია, რუსეთის საკონსულოში მიემართა. და ერთ მშვენიერ დღეს (რომელსაც "მშვენიერი" მხოლოდ პირობითად თუ ვუწოდებთ, რადგანაც თებერვლის ცივი დღე იყო) ნინა მოხვდა ჭავჭავაძის 51-ში, სადაც შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერეციის ინტერესების განყოფილებაა განთავსებული. ქალი ერთადერთ რამეს ითხოვდა - ვიზას. მას სურდა, რუსეთში გამგზავრებულიყო, მოეძებნა ის ადამიანი, და ფულის დაბრუნება აეძულებინა.

რამდენიმე მცდელობის შემდეგ ნინამ ვიზა მიიღო და რუსეთში გამეგზავრა. მაგრამ ვიზა გარკვეულ ვადაზე იყო გათვლილი - კერძოდ კი, სამ თვეზე. ვადის ამოწურვისთანავე ნინას დეპორტაცია მოხდა. უცნაურია, რომ მისი რუსეთში არალეგალურად ყოფნა ძალიან ოპერატიულად გახდა ცნობილი. შესაძლოა, იგი სწორედ იმ ნათესავმა "ჩაუშვა", რომელსაც ბოლო-ბოლო მიაგნო.

დღეს პენსიონერი ნინა მხოლოდ გრძელვადიან ვიზას ითხოვს. მას არ სურს საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება, რადგანაც აქ არავინ ჰყავს და არაფერი გააჩნია. რუსეთში კი, თავად ნინას თქმით, მას თავშესაფარი აქვს. ნინამ მოგვითხრო, რომ უამრავი განცხადება აქვს დაწერილი, მის დახმარებას ბევრი ადამიანი ეცადა, მაგრამ - ამაოდ.

- დიდი ხანია, რაც საელჩოს წინ იმყოფებით?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100