RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს ფრანგული ისტორია

25.04.2013  |  12:35
საქართველოს ფრანგული ისტორია. 29338.jpeg

ამ დღეებში ქართული დელეგაცია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, კონსტანტინე სურგულაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთს ეწვია, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა ლე ვილის მამულის შესახებ, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ერთი შეხედვით, რა კავშირი შეიძლება იყოს პროვინციულ ქალაქსა და საქართველოს შორის, რა მოლაპარაკებები შეიძლება აწარმოოს ორმა ქვეყანამ ლე ვილის შესახებ? 

კავშირი კი საკმაოდ მჭიდროა. ლე ვილი ქართული ემიგრაციის ცენტრია. წინა საუკუნის 20-იან წლებში მამული ემიგრაციაში წასულმა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრებმა შეიძენეს. ბოლშევიკურ რეჟიმს მათ მოკრძალებულ ფრანგულ სოფელში ლე ვილში შეაფარეს თავი. დღეს ისინი „ლე ვილ სიუ ორჟის" სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი. ხოლო მათი შთამომავლები, რომლებიც მიწის მესაკუთრეები არიან, დღესაც იქ ცხოვრობენ. მათ შორის ნათელა ჟორდანია - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შთამომავალი.

ლე ვილის მამულის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხმა აქტუალურობა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვებისთანავე შეიძინა, მაგრამ პირველი სერიოზული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გადაიდგა. თუმცა, ლე ვილთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკება საზოგადოებისათვის საიდუმლოდ რჩებოდა. მამულის გადაცემის უკანასკნელ ოფიციალურ თარიღად 2011 წლის 26 მაისი სახელდებოდა, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო, ეს არ მოხდა და თარიღმა ერთი წლით გადაიწია. თბილისში ხმები დადიოდა, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და პირადად მიხეილ სააკაშვილმა ლე ვილი საფრანგეთს მიჰყიდეს, და ყველა საუბარი მამულის საქართველოს იურისდიქციაში გადაცემის შესახებ, უბრალოდ, ბლეფია. თუმცა, ოფიციალურ წყაროებს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100