RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილმა სამხედრო საიდუმლოება გასცა

25.04.2013  |  18:50
სააკაშვილმა სამხედრო საიდუმლოება გასცა. 29342.jpeg

საქართველოს ტელევიზიის პრდაპირ ეთერში გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაყურებელს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აშშ-ს მაშინდელ პრეზიდეტთან ჯორჯ ბუშთან მოლაპარაკების დეტალები უამბო. აშშ როკის გვირაბის დაბობმბვას გეგმავდა, მე-6 ფლოტი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდებას აპირებდა. ეს პრეზიდენტის გამოსვლის მცირე ნაწილია. ექსპერტთა აზრით, სააკაშვილი მხდრიდან ამგვარმა რეპლიკებმა ქვეყანა შეიძლება სერიოზულად აზარალოს. 

ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია და, საერთოდ, სამხედრო საქმე საიდუმლო მასალებს შეიცავს. გამონაკლისი არც 2008 წლის ომი იყო. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი საიდუმლო დროა გამოაშკარავდეს და „რუსთავი-2"-ზე ორსაათიანი გამოსვლის დროს პრაქტიკულად „დამოუკიდებელი გამოძიება" ჩაატარა. სააკაშვილმა როგრც საკუთარი გეგმები „გაშიფრა", ასევე რუსეთის ხელისუფლების გეგმები და, რაც ყველაზე საინტერესოა და რაზეც მას აქამდე აქტიურად არ უსაუბრია, აშშ-ს ხელისუფლების და სამხედრო ხელმძრვანელობის გეგმები.

ქვეყანაში, სადაც ბოლო დრომდე გასაიდუმლოებული იყო იმ ფინანსური სახსრების წამომავლობაც კი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ზოგიერთი ქალბატონისთვის საჩუქრებს ყიდულობდნენ, აშშ-ს პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივანთან და ამერიკელ სამხედროებთან პრივატული საუბრები, როგორც ჩანს, სამხედრო საიდუმლოებას სულაც არ წარმოადგენს. ასე მაგალითად, სააკაშვილმა მოყვა, რომ აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავდა როკის გვირაბზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ რუსული ჯარი თბილისისკენ დაიძვრებოდა. „ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღეს" - განაცხადა სააკაშვილმა ტელევიზიით გამოსვლისას.

„დამირეკა ჯორჯ ბუშმა" - იხსენებს საქართველოს პრეზიდენტი. „ამ დროს რუსული ჯარი უკვე თბილისისკენ მოდიოდა. მეკითხება - როგორ არის საქმე, არც ისე კარგად, ხო?". მე ვეუბნები: „ახლა მე როგორ ვარ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ხვალ მე შეიძლება აღარც ვიყო. აი თქვენ კი ნამდვილად არ უნდა გრძნობდეთ თავს კარგად. საბჭოთა კავშირი დაიშალა თქვენი მამის პრეზიდენტობის დროს. ახლა კი, თუ რუსული ჯარი თბილისში შევა, როდესაც თქვენ აშშ-ს პრეზიდენტი ხართ, ეს საბჭოთა კავშირის აღდგენის ტოლფასი იქნება. გიფიქრიათ თქვენ იმაზე, თუ როგორი სახელით შეხვალთ ისტორიაში?" - ამბობს სააკაშვილი.

 

შემდეგ მას დეტალები მოყავს. ბუში რაღაცა ბუნკერში ჩადის, სადაც ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობასთან თათბირს მართავს და ცოტა ხნის შემდეგ საქართველოში ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკეთებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100