RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ემუქრება თუ არა საქართველოს კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე?

25.04.2013  |  18:56
ემუქრება თუ არა საქართველოს კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე?. 29344.jpeg

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია რელიგიურ ნიადაგზე. სამხედრო პოლიციის თანაშროლებმა რამდენიმე ადამიანს სცემეს, რომლებიც, მათი აზრით, ქრისტიანები არ იყვნენ. აჭარის სოფელ ციხისძირის მაცხოვრებლები აღშფოთებულები არიან და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. სპეციალურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით აკეთებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მუსლიმთა სამმართველო. შესაძლოა თუ არა, რომ ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე სერიოზული კონფლიქტი შეიქმნას და რა ზომები უნდა მიიღოს მთავრობამ? 

„ისინი იყვნენ ავტომატებით შეიარაღებულები. მითხრეს, რომ თავს გამიხვრეტდნენ, თუ ჯვარს არ ვაჩვენებ, რომ დავამტკიცო, რომ ქრისტიანი ვარ" - იხსენებს ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის ერთ-ერთი მცხოვრები. საუბარი მიდის ინციდენტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინა მოხდა. ამ სოფლის რამდენიმე მკვიდრს სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სამხედრო პოლიციელები სოფლის ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდნენ. იქ მათ დალიეს და ამის შემდეგ ადგილობრივებთან კონფლიქტი მოხდა.

პოლიციელები სოფლის ყველა მაცხოვრებელს უბრალოდ აჩერებდნენ, საბუთებს უმოწმებდნენ, ჩხრეკდნენ (თუმცა გაუგებარია, ვინ მისცა მათ ასეთი უფლებამოსილება) და აიძულებდნენ ჯვარი ეჩვენებინათ. ვინც ვერ ადასტურებდა, რომ ქრისტიანია, სასტიკად სცემდნენ.

„მე და ჩემი მეუღლე მანქანით მივდიოდით. მოულოდნელად სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გაგვაჩერეს, მოგვთხოვეს პირადობის მოწმობები, შემდეგ გახსნეს საბარგული და გაჩხრიკეს" - იხსენებს ციხისძირის ერთ-ერთი მკვიდრი ლევან მესხიძე. -შემდეგ მითხრეს: „ალბათ შენ თათარი ხარ". მე ვუთხარი - არა, ქართველი ვარ-მეთქი. მაშინ, მითხრეს - „ჯვარი გვაჩვენეო". მე ვუთხარი, რომ ცოლია ქრისტიანი. „მაშინ ამან გვაჩვენოს ჯვარი"- მითხრეს. როცა ცოლმა ჯვარი აჩვენა, ამ ადამიანებმა თქვეს: „ცოლის ჯვარმა გადაგარჩინა, თორემ მოგკლავდითო".

ამ დღეს არავინ მოუკლავთ, თუმცა ადგილობრივებმა სამი გასროლის ხმა გაიგეს. ალბათ ჰაერში. საერთო ჯამში სამხედრო პოლიციელებმა 6 ადამიანს ცემეს.

„ჩემ შვილსაც ცემეს მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანია" - ამბობს ციხისძირის მკვიდრი მარინე დოლიძე, „მათ უთხრეს - ჯვარი გვაჩვენეო და შვლილმა უპასუხა - „ ჯვარი სახლში დამრჩაო, მაგრამ მე ქრისტიანულად მონათლული ვარ, თუ გინდათ ნათლობის მოწმობას გაჩვენებთო?" თუმცა ეს დოკუმენტი მათ არ შეუმოწმებიათ და უბრალოდ ცემეს" -ამბობს მარინა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100