RSS
на русском en in english
23.07.2018
არხივი სტატიები
სტატიები

კორიენ იონკერი ცხინვალის არგუმენტების სეტყვის ქვეშ

16.03.2009  |  23:18

როგორც შეხვედრის ბოლოს დავით სანაკოევმა აღნიშნა: „ადრე ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ დაკარგული ხალხი საქართველოს ტერიტორიაზე არიან და ხელისუფლებას ჰყავს დაკავებული. ჩვენი სიტყვები გამართლდა. იმედი გვაქვს, რომ ევროპული ორგანიზაციის მხრიდან იქნება გარკვეული რეაგირება, რაც შესაძლებელს გახდის გაათავისუფლონ მძევლები".

თუმცა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში იმ დევნილების დაბრუნების პრობლემებიცაა, რომლებმაც, სხვათა შორის საკუთარი სახლები გასული წლის აგვისტოში კი არა, არამედ 90-იანი წლების დასაწყისში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებისას დატოვეს. ოსინფორმის მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე ახლა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. მათი დაბრუნებისთვის კი საჭიროა სოციალურ-მატერიალური ბაზა.

ცნონისათვის, ამ დღეებში ცხინვალში უკვე დაკავდნენ ამ საკითხით. „რეგნუმის" ინფორმაციით, 10 მარტს რესპუბლიკის პრეზიდიუმმა დაამატკიცა სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნების კონცეფცია. კონცეფცია ეხება არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ სოციალურ-კულტურულ სფეროსაც.

„ჩვენ ვთვლით, რომ დევნილების რეაბილიტაცია - ჰუმანიტარული მუშაობის სფეროა, - ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრის, ნუგზარ გაბარაევის სიტყვების ციტირებას ახდენს „კომსომოლსკაია პარავდა". - პროგრამა ხელს შეუწყობს სოფლების რეაბილიტაციას, დევნილების და რეპატრიანტების ადაპტაციას. როცა ქვეყანაში სოციალურ-პოიტიკური კატაკლიზმებია, ყველა ქალაქში გარბის, სადაც, თითქოს და უფრო იოლია თავის გატანა. ჩვენი ამოცანაა - აღვადგინოთ სოფლები სამხრეთ ოსეთში, სოფლის მეურნეობა ხომ ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი მხარეა. სოფლების აღორძინების გარდა, მოცემული პროგრამა ხელს შეუწყობს კულტურისა და ტრადიციების სუფთა სახით შენახვას. მაგრამ კიდევ ბევრი მუშაობა მოგვიწევს". გაბარაევის სიტყვებით, პროგრამის ჩარჩოებში შეიქმნება დევნილების და გადაადგილებული პირების ფონდი, მზრუნველთა საბჭო და უწყებათშორისი კომისია, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ.

შესთავაზებს კი, ევროსაბჭო ცხინვალს დახმარებას დევნილების დაბრუნების საკითხში? თუ ასამბლეის წარმომადგენლის ვიზიტი მხოლოდ ფორმალობა იქნება? ნებისმიერ შემთხვევაში, კორიენ იონკერს საშუალება ექნება, ადგილზე გაეცნოს სიტუაციას, გაესაუბროს ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის სოფლების მოსახლეობას.

არტიომ გორბუნოვი

 

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100