RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კორიენ იონკერი ცხინვალის არგუმენტების სეტყვის ქვეშ

16.03.2009  |  23:18

9/9/9/1999.jpegცხინვალში 13 მარტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, დავნილთა და განსახლების კომისიის თავმჯდომარე კორიენ იონკერი ჩავიდა. მისი ვიზიტის პროგრამაშია - სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა და ახალგორის რაიონის მონახულება.

როგორც „რია - ნოვოსტის" ევროსაბჭოში ერთ-ერთმა წყარომ აცნობა, იონკერი რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ერთად იანვარში ასამბლეის მიერ მიღებულ „საქარველოსა და რუსეთს შორის ომის ჰუმანიტარული შედეგების" შესახებ რეზოლუციას განიხილავს. თავად დოკუმენტის სახელწოდება თავის თავში უკვე მოიცავს აგვისტოს კონფლიქტის დროს რუსული მხარის გარკვეულ ბრალდებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროსაბჭოს პოზიციაზე, რომელმაც რუსეთისგან მოითხოვა, რომ მას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ანულირება მოეხდინა. ამიტომ, ცხინვალში იონკერის ვიზიტს სიფრთხილით ეპყრობიან.

„ევროსაბჭომ არაერთხელ მოახდინა თავისი უპატივცემულო დამოკიდებულების დემონსტრირება, - რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, იური ძიცოითის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო ოსინფორმი. - გვინდა გვჯეროდეს, რომ ახლა ასამბლეა სამხრეთ ოსეთში მომხდარ მოვლენებს, მათ შინაგან ლოგიკასთან მკაცრ თანხმობაში ობიექტურად გააშუქებს. თუკი ეუთოს წარმომადგენლებს შეუძლიათ ეს, მაშინ ჩვენ მათ ნებისმიერ დონეზე ყოველთვის სიხარულით მივიღებთ".

მართლაც, რატომ უნდა ეიმედებოდეთ ოსებს ასამბლეა, რომელმაც აგვისტოს მოვლენებში დამნაშავედ რუსეთი დაასახელა და დღემდე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას „ფაქტიურს" უწოდებს? მითუმეტეს, რომ ზამთარში, როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა" წერდა, იონკერი „აფხაზეთში, გალის რაიონსა და კოდორის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ქართველების, ასევე სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველების უსაფრთხოებით უკიდურესად შეწუხებული იყო". ამასთანავე, „მაღალი შეფაება მისცა" თბილისისი მოქმედებას კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგების შერბილების საქმეში და არცერთი სიტყვა არ დასცდენია სამხრეთ ოს დევნილებზე.

რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები შეხვედრებზე კორიენ იონკერს საგონებელში ჩააგდებენ, თავის მოსახლეობის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ შეკითხვებით. კერძოდ იმათ შესახებ, რომლებიც დღემდე საქართველოში არიან. შეგახსენებთ, რომ როგორც 11 მარტს „როსბალტმა" განაცხადა, გასული წლის ოქტომბერში, სამხრეთ ოსეთის დაკარგული 3 მოქალაქე ერთ-ერთ ქართულ ციხეში „აღმოჩნდა". ადამიანთა უფლებების საკითხებში რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის, დავით სანაკოევის სიტყვებით, ისინი აღმოაჩინეს საქართველოს სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ოფისის წარმომადგენლებმა. ამასთან, სანაკოევმა ხაზი გაუსვა, რომ ადრე, ქართულმა მხარემ არაერთხელ უარყო საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში ოსების ყოფნის ფაქტი. ამის შესახებ მან ჟენევის მოლაპარაკებებზე ოფიციალურადაც კი განაცხადა. ახლა, როგორც ჩანს, არც ისე მარტივ სიტუაციაში გარკვევა ზუსტად კორიენ იონკერს მოუწევს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100