RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უნდათ და თან, არც უნდათ ენგურჰესის გადაცემა

16.03.2009  |  23:20

0/0/0/2000.jpegსაქართველოში უკვე ალაპარაკდნენ ენგურჰესის ექსპლუატაციის შესახებ „ინტერ რაოსთან" მოლაპარაკების ჩაშლაზე. ოპოზიცია ისევ გამოვიდა ორმხრივი მემორანდუმის წაინააღმდეგ. პრეზიდენტისთვის ცდუნება დიდია, დაუთმოს მას ამ საკიხში. მხოლოდ ოპოზიციურ ორთქლზე, ელექტროსადგური ვერ ამუშავდება.

„ინტერ რაოში" პაატა დავითაიას განცხადებამ გაკვირვება გამოიწვია. საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ბორის ზვერევმა რადიო „კომერსანტს" დაუდასტურა, რომ კომპანია განაგრძობს თბილისთან კონსულტაციებს. ქართული მხრიდან ვიცე-სპიკერის ინფორმაცია უარყო ენერგეტიკის მინსტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

შეგახსენებთ, 11 მარტს დავითაიამ ოპოზიციას მიაწერა „ინტერ რაოსთან" მოლაპარაკების ჩაშლა. „ჩვენმა აქტიურობამ აიძულა ქართული მხარე, დაფიქრებულიყო და შეაშფოთა რუსული", - ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენ თვითონის" ხელმძღვნელის ციტირებას ახდენს პორტალი „ბიზნეს-საქართველო". „ხელშეკრულება არა თუ არ გაფორმებულა, მასზე მუშაობაც კი, არ ყოფილა დაწყებული", - დაადასტურა დავითაიამ. გუშინ საღამოს, 12 მარტს, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ ამავე პორტალს დაუდასტურა, რომ ხელშეკრულების მომზადება ჯერ არ დაუწყიათ. „პროცესი, უბრალოდ, შეჩერებულია", - დააზუსტა მან.

ის, რომ მოლაპარაკებებში ყველაფერი კარგად არ მიდის, საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ნიკა გილაურის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებთან გამოსვლისასაც გამოჩნდა. ცნობისმოყვარე ბავშვები „ინტერრაოსთან" დეკემბრის შეთანხმებით დაინტერესდნენ, მაგრამ მთავრობის ხელმძღვანელმა ისინი დაამშვიდა:"მემოანდუმს ძალიან ბევრი ადამიანი გაეცნო, რამაც ხელი შეუშალა ხელშეკრულების გაფორმებას". მიუხედავად ამისა, გილაურმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტს ხელი რამდენიმე თვეში მეოწერება, აცხადებს Day.Az.

უნდა ითქვას, რომ მკაცრი კრიტიკისა და ხელისუფლების გადადგომის მუქარის პირობებში, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, არ აპირებს კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ოპოზიციის გაცხარება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი, რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობის საკითხი იგივეა, რაც წითელი ნაჭერი ხარისთვის.

გუშინ „ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ" ამასთან დაკავშირებით გაიხსენა, რომ კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" პარლამენტმა მოამზადა შესწორებები, რომელიც ზღუდავს მთავრობის უფლებებს, გასცეს თანხმობა საქართველოში რუსული კომპანიების მუშაობაზე. პირველ რიგში, ქრისტიან-დემოკრატების სიტყვებით, ეს შესწორებები მიმართულია „ინტერ რაოს" ჰიდროელექტროსადგურზე მუშაობისგან გამიჯვნისთვის, გვატყობინებს „როსბალტი". უფრო ადრე,"კონსერვატიულმა პარტიამ" განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ ენერგეტიკული მემორანდუმის გასაიდუმლოებულობის გამო საქმის აღძვრას მოითხოვს, რადგანაც თვლის, რომ ის ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100