RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოდან გარბიან. საშველს რუსეთში ეძებენ

17.03.2009  |  15:35

0/0/9/2009.jpegუცხოელების ნახევარზე მეტი, რომლებმაც წლის დასწყისში რუსეთის ფედერაციას დროებითი თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს - საქართველოდან არიან. ამის შესახებ 13 მარტს რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება.

„რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მიერ 2009 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, 19 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანის განცხადებები იქნა მიღებული და განიხილება 629 ადამიანის ლტოლვილად აღიარების და 559 უცხოელისთვის დროებითი თავშესაფრის მიცემის საკითხი, - „რია ნოვოსტის" მიგრაციის ფედერალური სამსახურის თანამშრომლის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა. -განმცხადებელთა 61 % საქართველოდანაა". რესპოდენტის განცხადებით, უცხოელი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც რუსეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავენ, მუდმივად იზრდება.

იბადება შეკითხვა: რამ აიძულა ეს ადამიანები გამოქცეულიყვნენ ასეთ „ცუდ" რუსეთში? იქნებ არც ისე კარგადაა ყველაფერი „დემოკრატიის შუქურად" წოდებულ კავკასიაში? თანაც თავშესაფარს არა მხოლოდ მოსკოვს შტხოვენ. ადამიანები იძულებულნი არიან, დახმარებისთვის სოხუმს და ცხინვალს მიმართონ. ასე მაგალითად, საინფორმაციო სააგენტო „რესის" ცნობით, სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს საქართველოს ქალაქ ტყიბულის მცხოვრებმა ალექსანდრა ხაბალოვა-დოლგოპოლოვამ მიმართა. მან სთხოვა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, იხსნას ის უსამართლობისაგან.

„მე დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი ტყიბულში, - ყვებოდა ის, - იქ მე სახლიც მაქვს, მაგრამ დაბრუნება არ მინდა. რუსები და ოსები იქ აღარ არიან. ქართველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წასვლა გვაიძულონ. პენსიას არ გვაძლევენ, ყველანირად გვამცირებენ და ყველა, ვისაც კი სადმე წასასვლელი აქვს, მიდის. შეიძლება ასეთი რამის ატანა? ჩვენ მუდმივად ოკუპანტებს გვეძახიან. არიან ისეთები, რომლებსაც ესმით, რა იყო სინამდვილეში, მაგრამ ჩვენს დაცვას ვერავინ ბედავს, ყველას ეშინია". ხაბალოვა-დოლგოპოლოვას სიტყვით, ცხინვალისკენ მიმავალი, ის დააკავა ქართულმა პოლიციამ და უნდოდათ პასპორტის წართმევა, მაგრამ მან მაინც შეძლო სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში ჩასვლა. „ მე ვიცი, რომ აქ არავინ დამიძახებს ოკუპანტს, არ დამამცირებს და არ შეურაცხმყოფს". - განაცხადა მან.

ეს შემთხვევა გამონაკლისი როდია . აგვისტოს მოვლენების შემდეგ, დაახლოებით 300 რუსი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, შევიწროების გამო იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და აფხაზეთის გავლით რუსეთში გადასულიყვნენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100