RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვახტანგ კიკაბიძე: არ ვიცი, ჩემს ქვეყანას რა ბედი ელის...

13.05.2013  |  11:10
ვახტანგ კიკაბიძე: არ ვიცი, ჩემს ქვეყანას რა ბედი ელის.... 29388.jpeg

"ქართველები ყოველთვის თავისი სტუმართმოყვარეობით იყვნენ განთქმულნი. ალბათ, სწორედ აქედან მოდის საქართველოს ყველა უბედურება... ჩამოსულებმა თითქმის ყოველთვის იცოდნენ, რომ აქ სტუმართმოყვარე და გახსნილი მასპინძლები დახვდებოდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა, ან რატომ არ უნდა ჩამოსულიყვნენ? ნაყოფიერი მიწა, შესანიშნავი ბუნება და კლიმატური პირობები, ზღვა, მთა, სითბო, მშვენიერი ამინდი, გულითადი, კეთილი და მომღიმარე ხალხი, სიმღერები. მომხიბვლელია, არა? ჩემი აზრით, სტუმრებს საქართველოში სწორედ ეს ხიბლავდათ" ,- ამბობს ვახტანგ კიკაბიძე. 

ყველამ იცის, რომ საბჭოთა პერიოდში ქართულ და რუსულ კულტურებს შორის მჭიდრო კავშირი იყო. ჩვენ დავინტერესდით ამ ეპოქის მოწმის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდების კულტურული მოვლენების აქტიური მონაწილის, ვახტანგ კიკაბიძის აზრით ქართულ-რუსული კავშირების, ხალხებს შორის მეგობრობის, და მათი ურთიერთობებში ცვლილებების წინაპირობების შესახებ.

- რეალურად, როგორი ურთიერთობები იყო საბჭოეთის დროს რუსული და ქართული კულტურების მატარებლებს შორის?

- ვისაც ახსოვს, რა იყო საბჭოთა კავშირი, იცის, რომ არსებობდა ერთი უფროსი ძმა და მისი დანარჩენი უმცროსი ძმები. ყოველთვის ასე იყო.

- გვიამბეთ ქართულ ბრენდზე საბჭოთა კულტურაში. რატომ მიილტვოდა რუსული ინტელიგენცია ქართული კულტურისკენ? ხომ არ იყო ამაში ერთგვარი თავისუფლების ძიება, რომელიც იმჟამინდელ რუსეთში შეუძლებელი იყო? ტყუილად ხომ არ ჩამოდიოდნენ აქ მსახიობები, პოეტები, შემდეგ კი ჩინებულ ნაწარმოებებს ქმნიდნენ. ესეიგი, საქართველოში იყო რაღაც ისეთი, რაც შემოქმედ ხალხს იზიდავდა?

- ყოველ ერს საკუთარი ყოფადობა აქვს. უკრაინლებს - თავისი, რუსებს - თავისი, კავკასიური - უნიკალურია, იგი არავისას არ ჰგავს. ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სტუმართმოყვარეობით (ეს მათ როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებადაც შეიძლება ჩაითვალოს). ალბათ, აქედან მოდის საქართველოს ყველა უბედურება. ეს პირადად ჩემი აზრია...

საქართველოში სტუმარი უბრალოდ ჩამოსული ადამიანი არაა. სტუმარი - ნებისმიერი ქართველისთვის ძალიან სერიოზული ფაქტორია. ეს კანონზომიერება საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა, მას მერე, რაც საქართველო არსებობს. ჩვენი წინაპრები სტუმართმოყვარეობის მაგალითს გვიჩვენებდნენ და ჩვენს ცნობიერებაში განამტკიცეს ის ფაქტი, რომ სტუმრის მიღება წმინდა რამაა. არსებობს უამრავი ქართული კლასიკური ნაწარმოები, სადაც ადამიანი ჩადის რაიმე არასწორ ან უკანონო საქციელს სტუმრად ყოფნის დროს, მაგრამ არავის აქვს მისი დასჯის უფლება, სანამ იგი მასპინძლის სახლშია. ძალიან ბევრი ჩამოდიოდა, ან რატომ არ უნდა ჩამოსულიყვნენ?..

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100