RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვნებათა ღელვა ახალგორის გარშემო

17.03.2009  |  20:44

0/1/1/2011.jpegსაქართველო, ახალგორის რაიონში რუსი სამხედრო მოსამსახურეების გატაცებას ამზადებს. ამის შესახებ შეტყობინება სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. მაგრამ მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება შემაშფოთებელი ამბები საზღვრისპირა რაიონიდან.

" რესპუბლიკის სამარათალდამცავ ორაგანოებს მიმართა 43 წლის ახალგორის მცხოვრებმა, შეტყობინებით, რომ საქართველოს სპეც-სამსახური ცდილობდა მის დივერსიულ საქმიანობაში ჩათრევას, - ციტირებას ახდენს "ინტერფაქსი", რესპუბლიკის შ.ს.ს.-ს დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით.- მამკაცის მონათხრობით, მას ორი დღის წინ ტელეფონით დაუკავშირდა ვინმე შოთა და შესთავაზა, დახმარებოდა მას რუსი სამხედრო მოსამსახურის გატაცებაში, რომლეიც სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში მსახურობს".

შ.ს.ს.-ს ინფორმაციით გეგმა ამგვარი იყო: ნებისმიერი საბაბით შეეტყუებინათ ერთერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე სახლში, სადაც მსხვერპლს დახვდებოდა დამკავებელი ჯგუფი, რისთვისაც წინადადების მოცემმა არც თუ ისე პატარა თანხა შესთავაზა, უარის შემთხვევაში კი, დაემუქრა სავარაუდო თანამზრახველს, გასწორებოდა მის ახლობლებს. შეშინებულმა ოსმა, რათქმაუნდა უარით ვერ უპასუხა, თუმცა მიმართა სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავ ორგანოებს.

ოფიციალურ თბილისს ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ამ იფორმაციაზე. რაც დამაფიქრებელია. პირველ რიგში, გაუგებარია არც თუ ისე სიტყვაძუნწი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილი, რომლეიც სიამოვნებით უკეთებს კომენტარს ნებისმიერ საზღვრისპირა ინციდენტს. ჩვეულებრივ იქ, ტრაფარეტულად შტამპავენ ბრალდებებს რუსეთის მისამართით, რომელიც ვითომც და მუდმივად ამწვავებს სიტუაციას. ამ დროს მასმედიაში გაჟონილი ინფორმაცია "ახალგორული სატელეფონო ზარის" შესახებ, პირდაპირ კავშირშია სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო კონტინგენტთან. რითაც თბილისი კიდევ ერთ შანს იძლევა განრისხებული ანტირუსული გამოსვლისათვის.

მეორეს მხრივ კი, უმალ გვაგონდება სერჟანტ ალექსანდრე გლუხოვის გახმაურებული ისტორია. ამ რუს სამხედრო მოსმსახურესთან დაკავშირებული ინციდენტის გარშემო პოლემიკა დღემდე გრძელდება. სხვათაშორის გლუხოვი სწორედ ახალგორის რაიონში მსახურობდა, იანვარში კი, დატოვა საკუთარი ნაწილი და მოსაზღვრე სახელწიფოს ტეროტორიაზე აღმოჩნდა. ამ დღეებში გლუხოვის სახელი ისევ გამოჩნდა პრესაში.

"გლუხოვს აქვს საცხოვრებელი, გარკვეული შემწეობა, ბინაში მას აქვს ტელევიზორი, კომპიუტერი,- მოგვითხრობს გლუხოვის მატერიალური კეთილდღეობის შესახებ საქართველოს შ.ს.ს.-ს ოფიციალური წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი "გზეტა.რუ"-სთან ინტერვიუში,- გარწმუნებთ , რომ მას არავინ უთვალთვალებს და თავსუფალი გადაადგილების საშუალება აქვს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100