RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ოცნების შრომის კოდექსი

16.05.2013  |  18:05
ქართული ოცნების შრომის კოდექსი. 29409.jpeg

წინა წლის დასასრულს და ამა წლის დასაწყისში გახშირებულმა საქართველოს სამრეწველო საწარმოების მუშათა პროტესტის ტალღამ, პროფკავშირებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტიურმა მუშაობამ შედეგი მოიტანა - გაჩნდა საქართველოს შრომის კოდექსის გადახედვის აუცილებლობა. მაგალითად, ცვლილებების პროექტი, რომელიც კრძალავს თანამშრომლების განთავისუფლებას დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, ქვეყნის პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. თუმცა, შრომის კოდექსის ცვლილებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სერიოზული უთანხმოება მთავრობის წევრებს შორიც გაჩნდა.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების 70 პროცენტზე მეტი პროფკავშირების მიერაა ნაკარნახევი. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, კოდექსში შესატანი მთავარი ცვლილებები, პირველ რიგში, ქალებსა და დეკრეტულ შვებულებაში გასულ პირებს უნდა შეეხოს. წინა შრომის კოდექსში ეს ყველაზე არაერთგვაროვანი პუნქტი იყო. მხოლოდ 126 სამუშაო დღის ანაზღაურება ხდებოდა. დაბრუნების შემდეგ ფეხმძიმე ქალს შეეძლო ადგილი დაეკარგა, დასაქმების შანსები კი მეტი იყო, თუკი სამსახურის მაძიებელი, უბრალოდ, თავისი ფეხმძიმობის ფაქტს არ ახსენებდა.

მაგრამ ეს დასაქმების კანონის ერთადერთი ხარვეზი არაა. ძველი შრომის კოდექსის თანახმად, ადამიანს კვირაში 41 საათი უწევდა მუშაობა, აუცილებლობის შემთხვევაში კი დამსაქმებელს შეეძლო სამუშაო საათების რაოდენობა გაეზარდა და აეძულებინა დასაქმებული, დასვენების დღეებშიც ემუშავა. ამასთან, საზეგანაკვეთო თანხის ანაძრაურება არ ხდებოდა. ახალ კანონმდებლობაში ეს პუნქტიც ცალკეა გამოყოფილი.

იმ უპირატესობების მიუხედავად, რომლებიც ახალი შრომის კოდექსითაა გათვალისწინებული, არსებობს საპირისპირო აზრიც. ასე მაგალითად, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებმა შეიძლება დასაქმების პრობლემები შექმნას და ბიზნესის განვითარებას შეუშალოს ხელი.

"პარლამენტში შეტანილია ისეთი შრომის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებლებს ხელ-ფეხი ექნებათ შეკრული. ფაქტობრივად, როზა ლუქსემბურგის ცნების შრომის კოდექსთან გვაქვს საქმე! მანდ ისეთები წერია, რომ საქართველოში არ დარჩება არც დამსაქმებელი, არც სახელმწიფო და არც ბიზნესი! ეს ძალზედ პრობლემატურია, განსაკუთრებით, ისეთ ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს რეფორმები. ამ შრომის კოდექსის შეტანა აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯია", -აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

იკითხეთ ასევე: უმუშევრობა, როგორც "ნაციონალების" იარაღი

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100